ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მაღალმთიან დასახლებებში მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად, 10 მილიონი ლარი გამოიყოფა
22-03-2017, 05:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის 20 მილიონი ლარიდან, 10 მილიონი ლარი მაღალმთიან დასახლებებში მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გამოყოფა, დანარჩენი თანხით კი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

 

 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მთის განვითარების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა.

 

 

პირველი ვიცე პრემიერის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით 1102 პროექტი და 1713 ბენეფიციარი დააფინანსა.

 


დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა რეგიონების განვითარების ფონდიდან 2016 წელს დაფინანსებულ პროექტებზე. კერძოდ, გასულ წელს 20 მუნიციპალიტეტში 33 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

 


მთის განვითარების საბჭოს სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, აგრეთვე სხვა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, მხარეების გუბერნატორები, საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი