ილია მეორე: გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია - მე მქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მან მითხრა, რომ ვერ ხედავს გამოსავალს
22-03-2017, 06:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ.

 

 

საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დროს, პატრიარქმა და ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ, ინარა მურნიეცემ ერთმანეთს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

 

 

„თქვენო უწმინდესობავ, დიდი პატივია ჩემთვის, რომ თქვენთან ვიმყოფებით. მახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრა იმიტომ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც საქართველოს გული დევს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიძლიერეს და ბევრ ბედნიერ დღეს და ამავეს ვუსურვებ მთელს საქართველოს. თქვენი როლი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

 

საერთოდ, საქართველოს ეკლესიის როლი არის განუზომლად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ის აერთიანებს მთელს ქვეყანას და თან წინ მიუძღვება მომავლისაკენ. როდესაც თქვენ საუბრობთ საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ყველა გისმენს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ უცხოეთში”, განაცხადა შეხვედრაზე ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ, რომელმაც პატრიარქს კითხვით მიმართა, ხომ არ ისურვებდა აზრი გამოეთქვა დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებით გაყინული კონფლიქტების მოგვარების შესახებ. 

 

 

გაყინული კონფლიქტები ძალიან საშიშია. შეიძლება ლოკალური კონფლიქტი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს და საქართველო არასდროს დაჯერდება იმას, რომ ტერიტორია იყოს წართმეული საქართველოსთვის. მე მქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მან მითხრა, რომ ვერ ხედავს გამოსავალს. მე ვუთხარი, რომ ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ უნდა მოვნახოთ კარი, ან ფანჯარა, რითაც გადაწყდება ეს პრობლემა”, განაცხადა ილია მეორემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი