ლონდონში „ტერორისტული ინციდენტის“ შედეგად მოკლულია 4 ადამიანი
22-03-2017, 14:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლონდონში მომხდარი თავდასხმებისას, რასაც დიდი ბრიტანეთის პოლიციამ „ტერორისტული ინციდენტი“ უწოდა, მოკლულია 4, ერთ-ერთი მათგანი პოლიციელი, და დაზიანებები აქვს მიღებული 40 ადამიანს, მათ შორის 3 პოლიციელს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


თავდამსხმელმა ცენტრალურ ლონდონში, თავდაპირველად Hyundai-ს 4x4 -ზე ავტომანქანით ვესტმინისტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს გადაუარა, შემდეგ პარლამენტის შენობასთან უიარაღო პოლიციის ოფიცერი, 48 წლის ქეით პალმერი დანით სასიკვდილოდ დაჭრა, სანამ პოლიცია მის ადგილზე ლიკვიდაციას მოახდენდა. 

 


BBC-ის ცნობით, თემთა პალატის ლიდერმა, დევიდ ლიდინგტონმა პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ „თავდამსხმელი შეიარაღებული პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული“.

 

 

თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ლონდონის პოლიციის მოქმედმა ვიცე-კომისარმა და კონტრტერორიზმის ხელმძღვანელმა მარკ როულიმ თქვა, რომ მათ იციან ვინ არის ის მამაკაცი და რომ იგი შთაგონებული იყო საერთაშორისო და ისლამისტებთან დაკავშირებული ტერორიზმით, მაგრამ სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია. 

 

 

 

(თავდასხმაში ეჭვმიტანილ მამაკაცს სამედიცინო დახმარებას უწევენ. ფოტოზე ძირს დაგდებული 2 დანა ჩანს - PA)

 


პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი-ოთხი გასროლის ხმა გაიგეს. დაუნინგ სტრიტის წყაროს განცხადებით, პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი „კარგად“ არის.

 


ტერეზა მეი ინციდენტის დროს ვერცხლისფერ „იაგუარში“ ჩასვეს და მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

 


ცოტა ხნის წინათ მეის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ბრიტანეთისადმი სოლიდარობა გამოხატეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა. 

 


ცოტა ხანში დიდ ბრიტანეთში პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის თავმჯდომარეობით დაუნინგ სტრიტზე საგანგებო კომიტეტის, ე.წ. COBRA-ს შეხვედრა დაიწყება.

 

 

 

გთავაზობთ ლონდონში მომხდარი ინციდენტის შესახებ სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებს.

 

 





















კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი