ცხადზე ცხადია, რომ რუსეთთან შეთანხმების (გარიგების) გარეშე საქართველოს გამთლიანება შეუძლებელია და ეს უნდა გახდეს შემადგენელი ნაწილი რუსეთ-დასავლეთის სტრატეგიული შეთანხმების
23-03-2017, 01:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ შემდეგი განცხადება გააკეთა: „სოხუმში და ცხინვალში მიმდინარეობს პროცესები, რომელთა შედეგად სოხუმიც და ცხინვალიც უფრო მეტად ინტეგრირდება რუსეთში, ხდება რუსეთის ნაწილი და უფრო მეტად გვწყდება ჩვენ. მინდა საპარლამენტო ტრიბუნიდან რამდენიმე კითხვა დავსვა - ამ კითხვების დასმის სურვილი საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობამ გამიმძაფრა, როცა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხს მივადექით. კომისიაში ისეთი ვითარება დავინახე და ისეთი მსჯელობა მოვისმენე, რომ შეგრძნება მქონდა, რომ ვიმყოფებოდი 90-იან წლებში და ვიჯექი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ სხდომაზე - მაშინ ძალზე ემოციური, მაგრამ უშედეგო სხდომები იმართებოდა. აბსოლუტურად სერიოზულად გეკითხებით, გავიაზრეთ ჩვენ თუ არა, გავითავისეთ თუ არა, რომ არც აფხაზებსა და არც ოსებს - არც სოხუმსა და არც ცხინვალს არ სურთ და აღარასდროს დათანხმდებიან იმას, რომ იყვნენ საქართველოს ავტონომიები. ისინი ავტონომიის სტატუსს არ დათანხმდებნიან! გვესმის ეს თქვენ თუ არა და ვაპირებთ თუ არა, ამაზე ფიქრს და მსჯელობას?! ვაცნობიერთ თუ არა, რომ აფხაზებსა და ოსებს - სოხუმსა და ცხინვალს ჩვენთან არც ფედერაციული ურთიერთობა უნდათ და არც კონფედერაციული?! ვფიქრობთ თუ არა, რა ვქნათ ამ კუთხით? ვაცნობიერებთ თუ არა, რომ ომი შეუძლებელია და ომით ვერც სოხუმს და ვერ ცხინვალს ვერ დავიბრუნებთ? უნდა მოვძებნოთ სხვა გზები და რატომ არ ვმსჯელობთ არასოდეს ამ გზებზე?! ჩემი აზრით, პარლამენტის ყველა სხდომა ამ საკითხით უნდა იწყებოდეს!“

 


დიახ, ქ-ნი ადა მარშანია, ცამდე მართალია! მეხუთე წელი დაიწყო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მხოლოდ ის „მოახერხა“, რომ სააკაშვილის რეჟიმის მსგავსად არ ილანძღება და სიფრთხილეს იჩენს რუსეთის მიმართ, რათა რაიმე პროვოკაციაზე არ წამოეგოს! ერთი, რაც გაკეთდა გახლავთ ის, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ამოქმედებით ქართული პროდუქციისთვის გაიხსნა რუსეთის ბაზარი, თუმცა ამ ფაქტმა ვერანაირად ვერ მოახდინა ზემოქმედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებაზე! მეტიც, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო პირდაპირი ან მრავალმხრივი პოლიტიკური დიალოგის ინიცირება რუსეთთან! არადა, რუსეთის მიერ განხორციელებული ყველა პოლიტიკური მანიპულირება ჩვენი ოკუპირებული რეგიონების მისამართით, სულ უფრო აახლოვებს მიმდინარე პროცესებს ამ რეგიონების ანექსიისაკენ!

 

 

სამწუხაროდ, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება უუნარო და აბსოლუტურად პასიური აღმოჩნდა, მათ ავტომატურად გააგრძელეს წინა ხელისუფლების პოლიტიკური რიტორიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ვერ გაბედეს და ვერ შეძლეს ახალი, ალტერნატიული, კომპრომისული სტრატეგიის შეთავაზება, როგორც რუსეთისთვის ისევე დასავლეთისთვის, რომელიც გახდებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის განხილვის საგანი! მოგეხსენებათ, რომ არსებული ჟენევის ფორმატი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე (სადაც მონაწილეობენ სეპარატისტებიც) არ იძლევა ამის საშუალებას და არაერთი წელია ჟენევის დისკუსიები სტაგნაციურ ფაზაშია შესული! ცხადზე ცხადია, რომ რუსეთთან შეთანხმების (გარიგების) გარეშე საქართველოს გამთლიანება შეუძლებელია და ეს უნდა გახდეს შემადგენელი ნაწილი რუსეთ-დასავლეთის სტრატეგიული შეთანხმების (გარიგების), საქართველოს საკითხთან მიმართებაში! ანუ, დასავლეთიც (აშშ, ევროკავშირი) და რუსეთიც ერთად უნდა გახდნენ პოლიტიკურ-სამართლებრივი გარანტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის დაწყების და საბოლოო დასრულების! სხვაგვარად, არაფერი გამოვა, საჭიროა მოქმედება, რადგანაც დაყოვნება კატასტროფის ტოლფასია!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,


პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 2
#2   ბადრი გოგია
      
ვეთანხმები ბატონ პოლიტოლოგს.

სხვა პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები კი სოროებში არიან ჩამძვრალნი და მომენტს ელოდებიან. არადა იციან : დღეს ბალკონზე გადმოდგომა და "არა რუსეთთან მოლაპარაკებას!" და "ვაშა ნატოს!"-ო არის მოდაში...

ვაი, ამათ პატრონს ! პუტინის "პოლეზნი მერზავცები" ! ცრუპატრიოტები ! მოღალატეები !

რადგან ამათთვის ენგურსგამოღმეთია საქართველო, ისევე, როგორც პუტინისთვისაც ! ამიტომ ვამბობ, რომ ესენი არიან პუტინის "პოლეზნი მერზავცები" !

რა ვთქვი ახლა არასწორი ?
23 მარტი 2017 11:46
#1   ლევანი
      
ამას დიდი მიხვედრა არ უნდა-მოქმედება და რუსეთისთვის მისაღები შეთავაზება საჭირო,მაგრამ საქართველოს ინტერესები და სახელმწიფოებრივობა არ უნდა დაზარალდეს.ყველა ხელისუფლება თავისი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან ამოდის,თუ საჭიროა რაღაცაც უნდა დავთმოთ,ვერ გვიშველის ვერავინ,გველაშაპის ხახაში ჩვენი გულისთვის თავს არავინ არ შეყოფს,ამის მწარე მადალითი უკვე გავიარეთ.........ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ დიდი სახელმწიფოების შუაში, მფარველი გვინდა თორემ უცებ გადაგვინაწილებენ... დროულად გონს უნდა მოვეგოთ თორემ მერე გვიანი იქნება და ჩვენს მიწაწყალს უცხო ჯიშის და მოდგმის ხალხი დაეპატრონება
23 მარტი 2017 09:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან, მისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო, მსხვილი მასშტაბის კონფლიქტი შესაძლებელია, მაგრამ იგი დიპლომატიური გზით გამოსავლის მოძებნას ამჯობინებდა.

ჩინეთმა პარასკევს გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მისი ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების გამო სიტუაცია „კრიტიკულ მომენტშია“ და განაცხადა, რომ მხოლოდ დიალოგი და მოლაპარაკებებია „პრაქტიკული“ გზა დაძაბულობის დასასრულებლად.

ყველაზე კითხვადი
  1. იმდენად აუგ და ბოროტ საქმეს სჩადიან ოსები, რომ რუსეთის ფედერაციის დაშლის შემთხვევაში, საკუთარ ისტორიულ სამშობლოში, ჩრდილო კავკასიაშიც კი ისპობენ დამოუკიდებლობის მოპოვების შანსს
  2. ოფიციალური ფხენიანი: ჩრდილოეთ კორეა მზად არის შეერთებულ შტატებთან ომისათვის, თუკი ტრამპი ამ გზით წავა
  3. ისრაელის შსს-ს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის 17 აპრილიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება
  4. ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის სტრატეგია გამოცხადდა
  5. შეერთებულმა შტატებმა სამხედრო-საზღვაო ბომბდამშენი ლეგიონის კორეის ნახევარკუნძულისკენ გადასროლის ბრძანება გასცა
  6. ჩინეთი შიშობს, რომ ჩრდილო კორეასა და აშშ-ს შორის „კონფლიქტმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში იფეთქოს“
  7. ვლადიმერ ზედგინიძემ ბაქოში მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს ქ. ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
  8. გიორგი კვირიკაშვილი თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, თავი შეიკავონ „წითელი ნუსხით“ დაცული კოლხური ბზის მოჭრისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოიყენონ მის გასამრავლებლად
  9. გათავხედებული ოსი სეპარატისტები ქართულ მიწა-წყალს გვტაცებენ რუსეთის დახმარებით და თან სწორედ 9 აპრილს განუზრახავთ ამ სიყალბის „იურიდიულად“ გაფორმება!
  10. 23 აპრილს, დეპუტატ ელგუჯა გოცირიძის ინიციატივით, თერჯოლაში უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩატარდება
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი