მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეს, კონგრესმენ ტედ პოს შეხვდა
23-03-2017, 03:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა ამერიკის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, კონგრესმენ ტედ პოსთან გამართა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და წარმომადგებლობით პალატაში მეგობართა ჯგუფის საქმიანობისთვის. მათ შორის მიმდინარე წლის მარტში კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის საკითხზე მოსმენისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გაკეთებისთვის.

 

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. კონგრესმენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას, ქართულმა მხარემ ინფორმაცია მიაწოდა კონგრესმენს იმ საფრთხეების შესახებ, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას და ცხინვალის რეგიონში მოსალოდნელ ე.წ. რეფერენდუს მოჰყვება.

 

 

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ინტენსიური ხასიათი, მათ შორის ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი