ზურაბ ალავიძე მუნიციპალურ ტენდერებზე: მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ თვითკმაყოფილი არა ვართ - ხელფასების დაგვიანების თითოეულ ფაქტზე მკაცრი რეაგირება გვექნება
23-03-2017, 04:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მუნიციპალურ ტენედერებზე არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

 

გიორგი კვიირკაშვილმა მინისტრს დაავალა, გააკონტროლოს ისეთი შემთხვევები, როდესაც მუნიციპალურ ტენდერებში მონაწილე კომპანიები დასაქმებულებს ხელფასებს დროულად არ უხდიან.

 

 

პრემიერმა ასეთ შემთხვევებზე ზურაბ ალავიძესა და სამართალდამცავ ორგანოებს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.

 

 

„სამწუხაროდ, ბევრი სამშენებლო კომპანია პრობლემური გვყავს საქართველოში, ფინანსურად უჭირთ და აქედან გამომდინარე, ტენდერიდან ტენდერამდე მუშაობენ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ სამშენებლო კომპანიებთან და საბანკო სექტორთანაც ამ მიმართულებით. რაც შეეხება სახელფასო დავალიანებებს, ამ საკითხს არ ვუყურებთ მხოლოდ ისე, რომ ეს არის კონტრაქტორს და დასაქმებულს შორის ურთიერთობა. ეს ფონდები და სახსრები არის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი და შესაბამისად, იმ კომპანიებმა, რომლებსაც აყვანილი ჰყავთ მუშახელი, აუცილებლად დროულად უნდა გადაუხადონ მათ ხელფასები. შესრულება როცა მოაქვთ, ერთი წუთი არ გვაქვს თანხის ჩარიცხვის დაგვიანება. მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ თვითკმაყოფილი არა ვართ და როგორც პრემიერმა აღნიშნა, მკაცრი რეაგირება გვექნება თითოეულ ფაქტზე. შეგვიძლია, მრავალნაირი სანქცია გამოვიყენოთ. ჩვენ ხელების ამოგრეხვის პრინციპით არ ვმუშაობთ, პარტნიორობა კი უნდა იყოს ორმხრივი. დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გვაქვს შესაძლებლობები, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ. ამას გარდა, დასაქმებულების განცხადებების საფუძველზე შეგვიძლია საგადასახადო სამსახურის კუთხითაც გარკვეული ზემოქმედება მოვახდინოთ ამ მიმართულებით, თუ გვექნება ფაქტები“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

 

 

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა განაცხადა, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს, ხოლო დასაქმებულ ადამიანებს ხელფასს დროულად არ უხდიან. 

 

 

„ბოლო პერიოდში რამდენიმე, საკმაოდ უარყოფითი პრეცენდენტი დაფიქსირდა. განსაკუთრებით ეს ეხება მუნიციპალური ტენდერების შემთხვევებს, როცა სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს და უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. მინდა ვთხოვო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს კონტროლი ამ თვალსაზრისით. თუკი სადმე არის ამგვარი პრაქტიკა, რეაგირება იყოს უმკაცრესი.

 

 

სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანამშრომლებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა და თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება - როგორც ამ კომპანიების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, ასევე მინდა სამართალდამცველებსაც ვთხოვო, რომ ამ მიმართულებით რეაგირება იყოს უმკაცრესი. ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობენ, დროულად უნდა მიიღონ ხელფასები. ეს არის ელემენტარული რამ. იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ამ პროექტს ახორციელებენ, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა, თუკი ასეთი პრეცენდენტები მათ რაიონებში დაფიქსირდება. მინდა გავაფრთხილო ძალიან მკაცრად ყველა“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი