დიდ ბრიტანეთში მთელი ღამის განმავლობაში განხორციელებული რეიდების შედეგად 7 ადამიანია დაკავებული
23-03-2017, 05:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლონდონში, ვესტმინისტერზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში განხორციელებული რეიდების შედეგად 7 ადამიანია დაკავებული.

 


ლონდონის პოლიციის მოქმედმა ვიცე-კომისარმა და კონტრტერორიზმის ხელმძღვანელმა, მარკ როულიმ განაცხადა, რომ ასეულობით დეტექტივმა 6 მისამართზე ჩაატარა ძებნის ოპერაცია.

 

 

სკოტლანდ იარდის გარეთ გაკეთებულ განცხადებაში როულიმ თქვა: „სამძებრო საქმიანობა გრძელდება ბირმინგემში, ლონდონში და ქვეყნის სხვა ნაწილებში. თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და საერთაშორისო ტერორიზმით იყო შთაგონებული.

 

 

ნათელი რომ გავხადოთ, ამ ეტაპზე ჩვენ არ გაგვაჩნია სპეციფიკური ინფორმაცია საზოგადოებისთვის შემდგომი საფრთხის შესახებ".

 

 

მან აღნიშნა, რო ლონდონელები უნდა მოელოდნენ უფრო მეტ პოლიციის ოფიცრებს ქუჩებში, მას შემდეგ რაც შვებულებები გაუქმდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების საათები გახანგრძლივდა.

 


ლონდონში მომხდარი თავდასხმისას, რასაც დიდი ბრიტანეთის პოლიციამ „ტერორისტული ინციდენტი“ უწოდა, მოკლულია 4, ერთ-ერთი მათგანი პოლიციელი და დაზიანებები აქვს მიღებული 40 ადამიანს, მათ შორის, 3 პოლიციელს. 7 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

 

თავდამსხმელმა ცენტრალურ ლონდონში, თავდაპირველად Hyundai-ს 4x4 -ზე ავტომანქანით ვესტმინისტერის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს გადაუარა, შემდეგ პარლამენტის შენობასთან უიარაღო პოლიციის ოფიცერი, 48 წლის ქეით პალმერი დანით სასიკვდილოდ დაჭრა, სანამ პოლიცია მის ადგილზე ლიკვიდაციას მოახდენდა.



თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ლონდონის პოლიციის მოქმედმა ვიცე-კომისარმა და კონტრტერორიზმის ხელმძღვანელმა მარკ როულიმ თქვა, რომ მათ იციან ვინ არის ის მამაკაცი და რომ იგი შთაგონებული იყო საერთაშორისო და ისლამისტებთან დაკავშირებული ტერორიზმით, მაგრამ სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია.

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ საგანგებო კომიტეტთან, COBRA-სთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ლონდონში მომხდარი თავდასხმა იყო „გულისამრევი და ბოროტი“ ტერორისტული თავდასხმა დედაქალაქის გულზე. მან თქვა, რომ ამგვარი მცდელობებით დიდი ბრიტანეთის ღირებულებების დამარცხება „სასიკვდილოდ არის განწირული წარუმატებლობისათვის“. 

 

 

მან პატივისცემა გამოხატა პოლიციის ძალების „განსაკუთრებული მამაკაცებისა და ქალებისადმი“, რომლებაც თავდასხმას უპასუხეს, აღნიშნა რა: „ჩვენ ყველა ვივლით წინ, არასოდეს დავნებდებით ტერორს და არასოდეს მივცემთ სიძულვილსა და ბოროტებას საშუალებას, მოახდინოს ჩვენი დაცალკევება“.

 


პრემიერ მინისტრმა დაამატა: „ამ თავდასხმის ადგილი შემთხვევითი არ იყო.

 


„ტერორისტმა თავდასხმისთვის ჩვენი დედაქალაქის გული აირჩია, სადაც ყველა ერის, რელიგიის და კულტურის ადამიანები იყრიან თავს, რომ იზეიმონ თავისუფლების ღირებულებები, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება“.

 


ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ხუთშაბათს პარლამენტი ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას და დედაქალაქი, მთელი ქვეყანა და ჩასული ტურისტები და სტუმრები ასევე ჩვეულ რიტმში განაგრძობენ ცხოვრებას. მოელიან, რომ მოგვიანებით იგი თემთა პალატაში სიტყვით გამოვა.

 

 

ტერეზა მეი ადგილობრივი დროით შუადღისას მომხდარი ინციდენტის დროს ვერცხლისფერ „იაგუარში“ ჩასვეს და მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

 

 

ტერორისტული აქტიდან მალევე მეის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ბრიტანეთისადმი სოლიდარობა გამოხატეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი