თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ნეშტი დაკრძალეს
23-03-2017, 06:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული II ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტის, ანზორ ვახტანგის ძე გელდიაშვილის ნეშტი ახალციხიდან თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს.

 


ძმათა სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ აგვისტოს ომის მსხვერპლთა სახელზე აგებულ ეკლესიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დავით ლონდარიძემ უმცროსი სერჟანტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 


მუხათგვერდში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები - ნიკოლოზ ჯანჯღავა, შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ასევე სხვა სამხედრო პირები იმყოფებოდნენ. დაკრძალვის ცერემონიალს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.

 


საეკლესიო რიტუალის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურის ნეშტი ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 


ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულმა სამხედროს საგანგებო ზალპით მიაგო პატივი, სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კი, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სამგლოვიარო მარში შეასრულა.

 


უმცროსი სერჟანტი ანზორ გელდიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. სამხედრო მოსამსახურე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში II ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონთან ერთად ჩაერთო. მისი ქვედანაყოფი სოფელ ტბეთის მიმდებარედ საქართველოში შემოჭრილ მოწინააღმდეგეს აქტიურად ებრძოდა.

 


ანზორ გელდიაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლებით - „მხედრული მამაცობისთვის“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი