პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრებიდან 6 წევრი, მათ შორის, პრემიერ მინისტრიც ესწრება.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილება:
1. შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მომხსენებელი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია;
2. საქართველო-ნატო: 2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები; 2.2. საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი, მომხსენებელი - დავით დონდუა, თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დავით რაქვიაშვილი;
3. რეფორმები თავდაცვის სამინისტროში, მომხსენებელი - ლევან იზორია, თანამომხსენებელი - ვლადიმერ ჩაჩიბაია;
4. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“, მომხსენებელი - დავით რაქვიაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.