სამეგრელოში, მდინარე ტეხურის ნაპირებზე ჯომარდობის პირველი ცენტრი გაიხსნება
30-03-2015, 00:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წელს მდინარე ტეხურის ნაპირებზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ჯომარდობის ფედერაციის თავმჯდომარის დავით ქაცარავას ერთობლივი ძალისხმევით, დასავლეთ საქართველოში ჯომარდობის პირველი ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ guardian.ge -სთან საუბრისას განაცხადა.


„ეს ადგილები [მდინარე ტეხურის ნაპირები] მიბმულია გოჭკადილის კანიონზე. კი, მართალია, კანიონში მდინარე აბაშა მოედინება, მაგრამ სულ რაღაც 2 კილომეტრში მდინარე ტეხურის ის მონაკვეთია, სადაც სწორედ ჯომარდობის ცენტრის გახსნაა დაგეგმილი“, აცხადებს გამგებელი და დასძენს, რომ წელს აქვე იგეგმება ორი დიდი ტურნირის ჩატარებაც. 



„ამის სურვილი თავად სპეციალისტებმა იქედან გამომდინარე გამოთქვეს, რომ მდინარე ტეხური ჯომარდობისთვის  ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ამის დასტურია ისიც, რომ თქვენ ხშირად ნახავთ ავტომანქანებს უცხოური სანომრე ნიშნებით, რომელთა საბარგულებზეც გასაბერი ნავებია მიმაგრებული. ეს ყველაფერი სამომავლოდ გოჭკადილის კანიონის პოპულარიზაციასაც ხელს შეუწყობს,“ ამბობს guardian.ge -სთან საუბრისას ალექსანდრე გრიგალავა.


მისივე ინფორმაციით, უკვე გამოცხადებულია კანიონის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 3 000 000 ლარის ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება მოაწესრიგოს მიმდებარე ტერიტორია; აშენდება კვების ობიექტები და კეთილმოეწყობა ინფრასტრუქტურა.


„აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის განხორციელება და ტურიზმის მიმართულების განვითარება ადგილობრივ ბიუჯეტსაც დამატებით შემოსავლებს მოუტანს,“ აცხადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი