თავდაცვის სამინისტრო: უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული სამხედროები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან
24-03-2017, 02:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან. როგორც Guardian.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 11 უკრაინელი დაშავებული სამხედრო საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდა. უწყების განმარტებით, ჯარისკაცები რეაბილიტაციის კურსს წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრში 6 აპრილის ჩათვლით გაივლიან. სამხედროების უმრავლესობა ტყვედ ნამყოფია, ნაწილი კი საბრძოლო მოქმედებების დროსაა დაჭრილი.

 


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ევგენი ორლოვი და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საქმეთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი დახვდნენ.

 


წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში კი, დაშავებული სამხედროებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ და უკრაინელ მებრძოლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

 


მოგვიანებით კი, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ უკრაინელ დიპლომატს რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და რეაბილიტაციის მეთოდები გააცნო.

 


თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ წეროვანში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად საქართველოში უკვე მეშვიდე უკრაინული ჯგუფი ჩამოვიდა. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები ცენტრში ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ორკვირიან კურსს გაივლიან, რაც მიზნად ისახავს დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას შესაძლებლობის ფარგლებში, ცხოვრების ხარისხის ოპტიმალური დონის მიღწევასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

 

 

რეაბილიტაციის სამსახურის სპეციალისტები სამხედროების ფიზიკურ, ფუნქციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შეაფასებენ. რეაბილიტაციის სპეციალისტები - ექიმი-რეაბილიტოლოგი და ფიზიკური თერაპევტი, თითოეული პაციენტის ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას სპეციალური საერთაშორისო ტესტების მიხედვით ახორციელებენ. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი კი, როგორც დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს უტარდებათ.

 


უკრაინელი დაშავებული სამხედროების საქართველოში ვიზიტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის აღმოსავლეთ უკრაინის ანტი-ტერორისტულ ოპერაციებში მონაწილე უკრაინელი დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე" 2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

 


წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში რეაბილიტაციის პროცესი ამერიკელი პარტნიორების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი