მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდა
24-03-2017, 02:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდა.

 


საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე კონგრესმენმა დააფიქსირა, როგორც პირადად მისი, ასევე აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს მიმართ არსებული მხარდაჭერა.

 

 

მან მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საქართველოში მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს რეფორმებისა და დემოკრატიის პროცესს.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კონგრესემენ კონოლის ამერიკის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეობის რანგში გაწეული საქმიანობისთვის.

 

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთისა და ცხინვლის რეგიონში შექმნილ ვითარებას, კონგრესმენმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დააფიქსირა მისი მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ქართულ მხარეს მომავალშიც უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა კონგრესმენ კონოლის საპრეზიდენტო ღირსების ორდერი გადასცა საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი