მესტიის გამგებელი: გადაწყვეტილება მიღებულია, რომ წელს ჰაწვალი-მესტიის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობა დაიწყება
24-03-2017, 05:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიას სამუშაო ვიზიტად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან, სოზარ სუბართან ერთად სტუმრობდა.

 

 

 

 

 

მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და პარლამენტის წევრთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად, თეთნულდის სამთო–სათხილამურო კურორტი მოინახულა.

 

 

როგორც Guardian.ge-ს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, მინისტრთან ერთად, მესტიაში მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი და ევროპიდან მთის კურორტების მმართველებიც იმყოფებოდნენ.

 

 

 

 

 

ჟორჟოლიანის განმარტებით, ვიზიტის მიზანი კურორტ თეთნულდის განვითარების სამომავლო გეგმების დასახვა იყო.

 

 

„მათ შეაფასეს მესტიის კურორტის შესაძლებლობები. საუბარი შეეხებოდა იმას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს კურორტი. ამ მიმართულებით, მათ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, თუ როგორ განვითარებას ჰპოვებს სამომავლოდ მთლიანად სვანეთი. უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, რომ წელს ჰაწვალი-მესტიის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობა დაიწყება", განუცხადა Guardian.ge-ს კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

 

 

 

 

 

ვიზიტისას შეხვედრა გაიმართა სამთო-სათხილამურო კურორტების მართვის წამყვანი ფრანგული კომპანიის „Compagnie Des Alpes“-ის წარმომადგენლებთან, სადაც  საუბარი ასევე თეთნულდის კურორტის განვითარების სამომავლო გეგმებს შეეხო.

 

კომენტარები: 2
#2  daviti
      
კურორტ თეთნულდს უზარმაზარი პერსპექტივა აქვს, სვანეთს საერთოდ. დროზე უნდა მოხდეს გვირაბის გაყვანა ზემო და ქვემო სვანეთს შორის, რომ უფრო მეტად მოხდეს ამ რეგიონის განვითარება.
24 აპრილი 2017 04:15
#1   Shalva
      
სუ თვლები, სუ პაუდერები, სუ სრიალები
3 აპრილი 2017 05:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი