გია ვოლსკი არმაზ ახვლედიანის ადგილს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ვერ ხედავს
30-03-2015, 03:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი არმაზ ახვლედიანის შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მდივნის თანამდებობაზე დარჩენა მიზანშეწონილი არ იქნება. ვოლსკის აზრით, ახვლედიანის დამოკიდებულება უმრავლესობის იმ დეპუტატების მიმართ, ვისაც სხვა პოზიცია ექნებოდა უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, იყო „არათანაწონადი რეალურ ვითარებასთან“. ამის შესახებ ვოლსკიმ გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.


„იგი სწორედ იქ შეცდა, როდესაც მან დაიწყო იმ სიტუაციაზე საუბარი, რომელიც ჯერ დამდგარი არ იყო. იმ ვითარებაში მისი განცხადება იყო ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის წამგებიან. როდესაც პოლიტსაბჭოზე პოზიტიური განწყობა გამოიხატა ქალბატონი ნინო გვენეტაძის მიმართ, ვთქვი, რომ უმრავლესობა პოზიტიურად არის ამ კანდიდატურის მიმართ განწყობილი, მაგრამ მუშაობა გაგრძელდება. იყვნენ ადამიანები, ვისაც გარკვეულიი შეკითხვები ჰქონდათ ქალბატონ ნინოსთან. როცა მე ვიმყოფებოდი აშშ- ში ვიზიტად, სწორედ მაშინ, ჩემთან შეუთანხმლებლად არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტთან ინტერვიუში გააკეთა განცხადება, ვინც ნონო გვენეტაძეს ხმას არ მისცემს, იმ დეპუტატების მიმართ სანქციებს დავაწესებთო. როგორც საბჭოს წევრს, ამის უფლება მას არ ჰქონდა, რეალურად მან შეურაცხყოფა მიაყენა არა პარლამენტის თითეულ წევრს, არამედ პირადად მე და ფრაქციას. სხვათა შორის ნინო გვენეტაძესაც დათვური სამსახური გაუწია, თითქოს ის იცავდა მის კანდიდატურას და ვინც წინააღმდეგი წავა, პასუხი მოეთხოვებაო. ამ განცხადებამ გვენეტაძე დააზარალა, აქედან გამომდინარე ფრაქციაზე თუ იყო მანამდე 10 შეკითხვა, შემდგომში გაჩნდა 20 შკითხვა. მეორე შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა გადადგა თანამდებობიდან და თქვა, რომ ვიდრე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ დამტკიცდება, უფლებამოსილებას ვიჩერებო. თავი წარმოაჩინა ისე, რომ თითქოს პარტიაში მისი ეშინიათ და ხმას ნინო გვენეტაძეს მისი შიშის გამო მისცემდნენ და ამიტომ გადადგა. გეგონება, მისი მუქარა სასჯელის გამოყენების თაობაზე ვიმეს გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენდა, არადა ეს იყო უადგილო და არაკორექტული განცხადება თავისი კოლეგების მიმართ,“ ამბობს გამოცემასთან საუბრისას გია ვოლსკი და დასძენს, რომ ამ საკითხის განხილვას „ ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს ფორმატში დაუბრუნდება, თუმცა როგორც ვოლსკი ამბობს, არმაზ ახვლედიანის პოლიტსაბჭოში ყოფნა თავად მასა და მის თანამოაზრეებს, მიზანშეუწონლად მიაჩნიათ.



შეკითხვაზე თუ ვინ დაიკავებს არმაზ ახვლედიანის ადგილს, ვოლსკი პასუხობს:



„ეს უნდა გადაწყვიტოს ყრილობამ, რომელიც უახლოეს მომავალში არ იგეგმება“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი