ტყიბულში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები განხორციელდა.
როგორც Guardian.ge-ს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ხიდზე გადასასვლელთან და ბაზართან მისასვლელ გზაზ ბეტონის საფარი დაიგო.
სადგურის ტერიტორიაზე შეკეთდა დაზიანებული შადრევანი, მის ირგვლივ კი, 6 ძელ-სკამი დაიდგა.
(ფოტოზე შუაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე)
მიმდინარე სამუშაოები ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, გამგებლის მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ზაზა ზოსიაშვილმა მოინახულეს.
გამგეობის ცნობით, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოების განხორციელება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალურმა გაერთიანებამ უზრუნველყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.