თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სარეზერვო სამსახურის განახლებული კონცეფცია წარადგინა
24-03-2017, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილეს, გიორგი თავდგირიძეს მოუსმინეს, რომელმაც სამხედრო სარეზერვო სამსახურის განახლებული კონცეფცია წარმოადგინა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მომხსენებელმა გამოსვლის დასაწყისში, სარეზერვო სამსახურის არსებული კანონმდებლობა მიმოიხილა და იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელიც, მისი შეფასებით, მოქმედ კონცეფციას ახასიათებს. მისი განმარტებით, არსებული სისტემა დღევანდელ გამოწვევებს ვერ პასუხობს და ამის მიზეზად გიორგი თავდგირიძემ ერთიანი და განახლებადი მონაცემთა ბაზის არარსებობა, რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვისა და კოორდინაციის ერთიანი სისტემის უქონლობა და საკანონმდებლო ბაზის მოუქნელობა დაასახელა.

 

 

მანვე სამხედრო ძალების რეზერვის გამოყენების პრინციპებსა და მართვის განახლებულ ხედვაზე კონცეფციის მიმართულებები წარმოადგინა და სამხედრო ძალების რეზერვის ახალ სტრუქტურაზე ისაუბრა.

 

 

„მიზანშეწონილია რეზერვი დაიყოს არა კატეგორიებად, არამედ შემოღებულ იქნას აქტიური სარეზერვო სამსახურის ცნება და დღეს არსებული სამი კატეგორიის რეზერვის გაუქმება. ეს საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ტერიტორიული თავდაცვის ძალები და ფართოდ ჩავრთოთ მოქალაქეები ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. ისინი სამოქალაქო ცხოვრებას არ მოსწყდებიან, მაგრამ ამასთანავე მათი საბრძოლო უნარ-ჩვევა ძალიან მაღალი იქნება. მათი ორგანიზებულობაც იქნება ძალიან მაღალი. ტერიტორიული თავდაცვის ძალები შეიქმნება ეროვნული გვარდიის ბაზაზე დღეს არსებული ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ფაქტობრივად, თანხობრივ დანახარჯებს არ გამოიწვევს” განმარტა გიორგი თავდგირიძემ.

 

 

მისივე განცხადებით, რეზერვში დაკომპლექტების ასაკი 18-55 წლებით განისაზღვრება და იგი როგორც რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას, ასევე კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო სოციალურ გარანტიებს განაპირობებს.

 

 

მომხსენებლის განცხადებით, ახალი კონცეფცია სხვადასხვა დანიშნულების სარეზერვო დანაყოფების და დაჯგუფებების, კერძოდ კი, შეიარაღებული ძალების რეზერვის, ტერიტორიული რეზერვის და სპეციალისტთა რეზერვის შექმნას ითვალისწინებს. გიორგი თავდგირიძემ თვითეული რეზერვის მომზადებაზე, დანიშნულებასა და გამოყენებაზე ისაუბრა და პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამების გაშვების მნიშვნელობები შეაფასა.

 

 

„არსებული რესურსების პირობებში აქტიური სარეზერვო სისტემის შექმნით, ქვეყნის სამხედრო ძალები დამატებით 10-12 ათასიან სამხედრო დაჯგუფებას მიიღებს, ისე რომ არ მოხდება დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა, დამატებითი შეიარაღების შესყიდვა და დამატებითი სამეთაურო რგოლის მოზიდვა. ამასთანავე, ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობის მაღალი დონე ტოტალური თავდაცვის ეფექტიანობას და სამხედრო ფარის მდგრადობას უზრუნველყოფს“, განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.

 

 

კონფერენციის ძირითადი პრინციპების გაცნობის შემდეგ მომხსენებელმა პარლამენტის წევრების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

 

 

კომიტეტის სხდომაზე განხილულ დოკუმენტზე სხვადასხვა წინადადებები და რეკომენდაციები გამოითქვა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ კონცეფციის შემუშავების პროცესში ჩართულ ადამიანებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კონცეფცია, თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისივე განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები თავდაცვის სფეროს რეფორმირების პროცესს დადებითად აფასებენ და ეს კონცეფციაც რეფორმის წარმატებული გაგრძელება იქნება.

 

 

სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ შეაფასა. მისი განცხადებით, სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფცია ეფექტური დოკუმენტია და იგი მხარს უჭერს და მიესალმება მის მიღებას.

 

 

„თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე წელია რეზერვის საკითხზე მუშაობს. წარმოდგენილი პროექტი ძალიან კარგი და ეფექტურია. სიახლე არის ის, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური აქტიურ ფაზაში გადავა დa გვეყოლება აქტიური რეზერვი, რაც ნიშნავს, რომ რეზერვისტები მთელი წლის მანძილზე პროფესიულ დონეზე იქნებიან აღრიცხული და გარკვეულ ხელფასსაც მიიღებენ. ჩვენ გვეყოლება ტერიტორიული პრინციპით შემდგარი სამხედრო რეზერვი და ასევე სპეციალისტთა რეზერვი. კონცეფციაში სწორად არის გაწერილი მართვისა და კოორდინაციის მექანიზმები, რაც ქვეყანას შეუმცირებს დანახარჯებს და იმავდროულად გაზრდის ეფექტურობას. ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ, თუმცა მსჯელობები და დისკუსიები მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ, რათა კიდევ უფრო სრულყოფილი და გამოწვევებზე ორიენტირებული კონცეფცია მივიღოთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი