სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში ჰიდროელექტროსადგურის სადრენაჟე არხის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ ინფორმაციას სამტრედიის გამგეობა ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერი ფოცხვერიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, გია მიქელაძემ მოინახულეს.
„აღნიშნული არხი წლების განმავლობაში სოფელ ბაშის მოსახლეობის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა, იწვევდა რა სოფლის ნაწილის დატბორვას უხვი ნალექის დროს. რეაბილიტაციის შემდეგ სადრენაჟე არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და აღნიშნული პრობლემაც მეტწილად იქნება აღმოფხვრილი", აღნიშნულია სამტრედიის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.