საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრა გამართა
24-03-2017, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრა არმიჰოლში გამართა. შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ თანამშრომლებს, როგორც ერთიანი პროცესის თანამონაწილეებს, მხარდაჭერის, თანადგომისა და რჩევებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ამოცანების უკეთ გასააზრებლად.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სისტემაში განხორციელებული ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ტრანსფორმაციის პროცესი მოქნილი და საფრთხეებთან ადაპტირებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

 


ლევან იზორიამ ქვეყნის სტრატეგიულ ხედვაზე გაამახვილა ყურადღება, რაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას ისახავს მიზნად. სტრატეგიული ხედვა კი, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის პროექტშია გაწერილი, რომელიც თავდაცვის უწყების მიერ შემუშავების პროცესშია. 4-წლიანი სახელმძღვანელო წიგნის თანახმად, მინისტრმა ოთხი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება გამოყო, რაც გულისხმობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, საფრთხეების შეკავების პოლიტიკის გაძლიერებას, ძალთა მზადყოფნის გაძლიერებას და მდგრადობის პოლიტიკას. ლევან იზორიას განცხადებით, ყველა სტრატეგიული მიმართულება უწყებათშორისი კოორდინაციითა და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობის მაღალი ხარისხით განისაზღვრა.

 

 

თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონში რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე და შავი ზღვის აუზში შეკავების პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 


მინისტრი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს შეეხო და ალიანსთან დაახლოების გზაზე უწყების ბიუჯეტის ეფექტიან მართვას გაუსვა ხაზი. ლევან იზორიამ ნატოსთან თანამშრომლობის კონტექსტში საგანმანათლებლო და წვრთნების მიმართულებაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება განათლების მაღალ ხარისხზეა დამოკიდებული. მან უცხოელ პარტნიორებთან საერთაშორისო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც ქვეყნის სტაბილურობის, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. საგანმანათლებლო მიმართულებით მინისტრმა ახალი საბრძოლო ცენტრის მშენებლობის შესახებაც მიაწოდა თანამშრომლებს ინფორმაცია, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად JTEC-ის ფარგლებში შეიქმნება.

 


ლევან იზორია ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სწორედ ქართველი სამხედროების დამსახურებაა საქართველოს აღიარება სანდო პარტნიორად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი