თავდაცვის უწყების განმარტებით, სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფციის დამტკიცების შემთხვევაში, რეზერვისტთა პირველი საპილოტე გაწვევა 2018 წელს განხორციელდება
24-03-2017, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დღეს სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფციის განხილვა მოეწყო. დეპუტატებს კონცეფცია ეროვნული გვარდიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გიორგი თავდგირიძემ წარუდგინა.

 

 

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საპარლამენტო კომიტეტში განხილვის მთავარ საკითხებს რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემა და მასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა. კონცეფციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა რეზერვის ორგანიზებისა და მართვის, ტოტალური თავდაცვის პირობებში სამხედრო ძალების რეზერვის ეფექტიანი გამოყენების პრინციპებისა და მეთოდების შესახებ კითხვები დასვეს.

 

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, სამხედრო სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფცია ეფექტურია. დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული კონცეფციის დახვეწის მიზნით მისი შემდგომი განხილვა გაგრძელდეს.

 

 

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კონცეფციის მიხედვით, უნდა შეიქმნას აქტიური სარეზერვო სამსახური, რომელიც სამ კომპონენტს მოიცავს, ესაა შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. აქტიური სარეზერვო სამსახურის კონცეფცია მთლიანად დამყარებულია ნებაყოფლობით მონაწილეობაზე. 18-დან 55 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, თუკი დააკმაყოფილებენ სპეციალურ მოთხოვნებს, ყოველწლიურად გაივლიან 45 დღიან მომზადებას ქვედანაყოფის შემადგენლობაში.

 

 

რეზერვისტი ასევე აფორმებს 5 წლიან კონტრაქტს, რომელიც ავალდებულებს მას, შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდეს ქვედანაყოფში. კონტრაქტით გათვალისწინებულ პერიოდში ისინი მიიღებენ ანაზღაურებას, რომელიც წოდებრივი სარგოს 20% წარმოადგენს. პირველ ეტაპზე შეიარაღებული ძალების რეზერვის ოპტიმალური რაოდენობა 1500-მდე რეზერვისტით განისაზღვრა. ხოლო ტერიტორიული თავდაცვის ძალების ოპტიმალური რაოდენობა 10 000-მდე სამხედრო მოსამსახურით. კონცეფციის შესახებ მუშაობა მიმდინარეობს და მისი დამტკიცების შემთხვევაში პირველი საპილოტე გაწვევა 2018 წელს განხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი