გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენს ქვეყანას ბევრჯერ დაუდგა უკიდურესად მძიმე წუთები და ეკლესია, სასულიერო პირები ყოველთვის ასრულებდნენ გამორჩეულ როლს, ამბობდნენ თავიანთ სიტყვას, იცავდნენ ერისა და ქვეყნის ინტერესებს
25-03-2017, 01:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა დამსწრე საზოგადოებას და სრულიად საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და აღნიშნული თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ავტოკეფალიის აღდგენამ ერის ცნობიერებაში გარდამტეხი როლი შეასრულა, რასაც ერთი წლის თავზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა.

 


„ამ დღეს აღდგა ისტორიული სამართლიანობა, ჩვენ დავიბრუნეთ დედაეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ ჩვენთვის სათაყვანებელ სარწმუნოებას, უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა. სწორედ ეკლესიაში იყო თავმოყრილი ქართველი კაცის სულიერი საზრდო, ჩვენი სულიერი საგანძური და ამ განძის გადარჩენა, იმპერიული მარწუხებისგან მისი დახსნა მხოლოდ თავგანწირული ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი. ჩვენს ქვეყანას ბევრჯერ დაუდგა უკიდურესად მძიმე წუთები და ეკლესია, სასულიერო პირები ყოველთვის ასრულებდნენ გამორჩეულ როლს, ამბობდნენ თავიანთ სიტყვას, იცავდნენ ერისა და ქვეყნის ინტერესებს. ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურებაც გახლავთ ჩვენი სამშობლოს წინაშე ის, რომ 1990 წელს, კიდევ ერთხელ საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცდა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. დღეს სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ. დღეს საქართველო თანამედროვე, ევროპული ქვეყანაა, სადაც ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებით არის მოწესრიგებული, განაცხადა პრემიერმა.

 


პრემიერ მინისტრის განმარტებით, 2017 წელი გამორჩეულია, რადგან ერთდროულად აღინიშნება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი და დაბადებიდან 85 წლის იუბილე. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამ თარიღებს მიეძღვნება მნიშვნელოვანი ღონისძიებები - გაიმართება „საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმი“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნისა და კონფესიების წარმომადგენლები, პოლიტიკური ლიდერები, სამეცნიერო და კულტურული წრეების თვალსაჩინო მოღვაწეები.

 


საქართველოს პარლამენტში გამართულ კონფერენციას საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატები, წმინდა სინოდის წევრები, სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი