პრეზიდენტი პატრიარქს: დიდი მადლობა, რომ ამ წლების განმავლობაში თქვენ ხელმძღვანელობდით ჩვენს ეკლესიას, წმინდა სინოდს, ჩვენ მამებს და დედებს, რომლებიც ლოცულობენ ჩვენთვის
25-03-2017, 01:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესადმე მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

 


კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტს მნიშვნელოვანი კონფერენციის მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს იდენტობა, ჩვენი ერის უძველესი ისტორია თავიდან ბოლომდე გადაჯაჭვულია ჩვენი ეკლესიის ისტორიაზე.

 


„რეალურად ჩვენმა თვითმყოფადობამ მაშინ შეიძინა განსაკუთრებული ელფერი, როდესაც საქართველომ მიიღო ქრისტიანობა.

 


ჩვენი მართლმადიდებლური მრწამსი და სახლემწიფოებრიობა საუკუნეების განმავლობაში იყო საშინელი დარტყმების წინაშე, მაგრამ ყოველთვის ჩვენს იდენტობას ინარჩუნებდა.

 


სწორედ ამიტომ საქართველოს კონსტიტუცია განსაკუთრებით უსვამს ხაზს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლს ჩვენი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით.

 


სწორედ ამიტომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ქართული სახლემწიფოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების აღდგენის წინაპირობაა.

 


რაოდენ მძიმე უნდა ყოფილიყო ჩვენი წინაპრებისთვის ავტოკეფალიის გაუქმების პირობებში, ამ დანაკარგით ცხოვრება და როგორი აღმაფრთოვანებელი იყო, ასი წლის წინ, როდესაც ჩვენ აღვიდგინეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ცნობიერებისათვის მთავარი რამ.

 


თქვენო უწმინდესობავ, მე მახსოვს რამდენად რთული გზა გაიარეთ თქვენ პირადად იმისთვის, რომ ეს მიღწევა სხვა ქვეყნებსაც ეღიარებინათ.

 


სწორედ ესეც აღინიშნა 1990-წელს, როდესაც უკვე მსოფლიოს კონფესიებმა აღიარეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა.

 


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ამ წლების განმავლობაში თქვენ ხელმძღვანელობდით ჩვენს ეკლესიას, წმინდა სინოდს, ჩვენ მამებს და დედებს, რომლებიც ლოცულობენ ჩვენთვის.

 


თითოეულ ქართველს განურჩევლად აღმსარებლობისა მივულოცავ ამ დღეს და გისურვებთ ასევე ერთად, ერთმანეთის გაძლიერებით გავაგრძელოთ დამოუკიდებელი საქართველოსა და ძლიერი ეკლესიის შენება“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს.

 


კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს მართლმადიდებელური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს, რომელიც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ იყო ორგანიზებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი