ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში საავტომობილო გზის აღდგენის პროცესი დაიწყო
25-03-2017, 04:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საავტომობილო გზის აღდგენის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ Guardian.ge-ს ზესტაფონის გამგეობიდან აცნობეს.

 

 

გამგეობის ინფორმაციით,  გზის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 5 468 323 ლარს შეადგენს.

 

 

პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 15 კმ – მდე გზის კეთილმოწყობა. მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა, გზის ზედაპირის აღდგენა არმირებული ბეტონის საფარით, მდინარე ყვირილაზე არსებული ხიდის ასფალტო – ბეტონის საფარით მოწყობა, დაზიანებული მოაჯირების განახლება, საგზაო ნიშნების მოწყობა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 6 სოფლის 1500 ოჯახი შეძლებს", აცხადებენ ზესტაფონის გამგეობაში.

 

 

როდინაულის გზის მშენებლობის სამუშაოები მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მაღრაძემ ზედამხედველობის სამსახურთან ერთად დაათვალიერეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი