პატრიარქი: ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა ინება ავტოკეფალიის დადგენა საქართველოში
25-03-2017, 04:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.

 

 

„არის ისტორიული მოვლენები, ისტორიული თარიღები, რომელნიც აღემატებიან თავის მნიშვნელობას; აღემატებიან როგორც ისტორიულ მოვლენას. აი, ასეთი ზეთარიღი, ზეისტორიული თარიღი არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. საქართველოს ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია მე-5 საუკუნეში. დიდი ღვაწლი, დიდი შრომა გასწია მეფე ვახტანგ გორგასალმა, როცა იერუსალიმის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დადგენილი იყო პირველი კათალიკოსი პეტრე. რა იქნებოდა საქართველო, რომ არ გვქონოდა ჩვენ ავტოკეფალია?! ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ წყალობა ღვთისა და მადლმა ღვთისამ ინება და საქართველოს მიეცა ავტოკეფალია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა ინება ავტოკეფალიის დადგენა საქართველოში. ტაძრები, რომლებიც აშენდა, წიგნები, რომლებიც დაიწერა, კულტურა, რომელიც შეიქმნა ქრისტიანულ ნიადაგზე - ყველაფერი ავტოკეფალიის შედეგია და გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენას. იგი იყო გაუქმებული და აღდგენილი 100 წლის წინ", ბრძანა პატრიარქმა და დასძინა: ჩვენ თავს ვიხრით კირიონის წინაშე, ლეონიდეს წინაშე, კალისტრატეს წინაშე, ანტონ გიორგაძის წინაშე და სხვათა წინაშე, რომელთაც დიდი ღვაწლით, დიდი შრომით აღადგინეს 100 წლის წინ ავტოკეფალია“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი