მიხეილ ჯანელიძე სენატორებს, ჯონ მაკკეინსა და რონ ჯონსონს შეხვდა
25-03-2017, 07:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სენატორ ჯონ მაკკეინთან და სენატორ რონ ჯონსონთან შეხვედრა გამართა.

 


საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა მიმდინარე წლის დასაწყისში სენატორ მაკკეინის და სენატორთა დელეგაციის საქართველოში ვიზიტის გამო. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობი სხვადასხვა მიმართულებებზე აშშ-ს ადმინისტრაციასთან და პოლიტიკურ წრეებთან ბოლო პერიოდში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.



სენატორი მაკკეინი მიესალმა საქართველოს პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობა.



მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს განვითარების და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ამერიკელი სენატორები მიესალმნენ საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას, რომელშიც ასევე კონგრესმენთა დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.



სენატორი მაკკეინი ასევე მიესალმა საქართველოს წარმატებას ევროპულ გზაზე, მათ შორის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რამაც ევროკავშირი ქვეყნის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახადა. სენატორები დაინტერესდნენ მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს განვითარებით და მიმდინარე რეფორმებით.



შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. კიდევ ერთხელ შეშფოთება გამოითქვა რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელიც საქართველოს რეგიონების ანექსიას ისახავს მიზნად. სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭრა. მათ გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შუწყონ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი