ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა ბანგლადეშში ორი ბომბის აფეთქების შედეგად
26-03-2017, 00:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი იქნა მოკლული და ათეულობით დაიჭრა ბანგლადეშში შაბათს, ორი ბომბის აფეთქების შედეგად, შეურიგებელ მებრძოლთა თავშესაფრის სიახლოვეს, სადაც სადესანტო-დივერსიული რაზმები რეიდს ატარებდნენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


სილჰეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში აფეთქებებს წინ უძღოდა თვითმკვლელის მიერ საკუთარი თავის აფეთქება ქვეყნის მთავარი აეროპორტის შესასვლელთან, უსაფრთხოების ბარიერთან, რაზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 


„სულ მცირე ექვსი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ორი ოფიციალური პირი იქნა მოკლული ორი აფეთქებისას - ერთ-ერთი მათგანი თავშესაფრის სიახლოვეს, მეორე კი შენობის წინ“, განაცხადა სილჰეტის პოლიციის წარმომადგენელმა ზედან ალ მუსამ და დაამატა, რომ დაჭრილია 40-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. დაჭრილთა შორის არმიის და პოლიციის ათეულობით თანამშრომელია.

 


მეთვალყურეობის სამსახურის ცნობით, რომელიც მებრძოლთა დაჯგუფების ახალი ამბების სააგენტო „ამაყს“ იმოწმებს, „სილჰეტში ბანგლადეშის ძალებზე დაბომბვის“ პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

 

 

 

 


არმიის სადესანტო-დივერსიულმა რაზმებმა გასულ წელს კაფეზე მომხდარი თავდასხმის ბრალდებით, რასაც 22 ადამიანის, უმეტესწილად უცხოელების სიკვდილი მოჰყვა, შტურმი მიიტანეს მებრძოლთა თავშესაფარზე, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ალიანსში მყოფ შიდა ისლამისტურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა.

 


შაბათს სადესანტო-დივერსიულმა რაზმებმა ხუთსართულიან შენობაში მომწყვდეული 78 ადამიანი გადაარჩინეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი