თბილისის მერიამ ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო კონსტრუქციების დაშლა დაიწყო
26-03-2017, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. დღეს დილიდან, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო კონსტრუქციების დაშლა დაიწყეს. „თბილსერვის ჯგუფმა“ კი ტერიტორია დაასუფთავა.

 

 

 

 

 


თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოვაჭრეები მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემოდათ, შესაბამისად დღეს მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ გამოჩენილან.

 


დედაქალაქის მთავრობამ უკვე გამართა მოლაპარაკებები ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სავაჭრო ადგილს დაუთმობს. ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.

 

 

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტრო-სადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეეძლებათ.

 


როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება.

 


დედაქალაქის მერია ანალოგიური სახის ღონისძიებებს მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

 

კომენტარები: 1
#1   ეთერი
      
მივესალმები თქვენს ინიციატივას,აუცილებლად ეს უნდა შეეხოს ყველა ქუჩას,მაღაზიებს შეგვტანინეს რეკლამის სახიტ გამოტანილი ნიმუშები,სამაგიეროდ ხმას არ სცემენ ცოტნე დადიანის და ჯავის ქუჩის კვეთაზე არსებულ გრანდიოზულ ბაზრობას მეორადების,ხილ-ბოსტნის,ტროტუარზე კი 4 ჯიხურია,კანონი გარე ვაჭრობაის შესახებ დროულია,მაგრამ ეს უნდა შეეხოს ყველას!!!
,
26 მარტი 2017 03:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი