შაბათ საღამოს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კოლექტივის შეხვედრა გაიმართა, სადაც განსახილველი საკითხი იყო ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანიის მფლობელების მიერ შემოთავაზებული წინადადებების განხილვა და პასუხი.
„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორაციის თანახმად, თანამშრომლების გადაწყვეტილებით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სახელწოდებით - „რუსთავი2 ჩემია“.
„კოლექტივმა სამაუწყებლო კომპანიის ყველა დეპარტამენტიდან კენჭისყრით აირჩია წარმომადგენელი, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი“, აღნიშნულია „რუსთავი 2“ -ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.