დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი ხონში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
26-03-2017, 23:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, დეპუტატი ხონში გეგიას ქუჩაზე მცხოვრებთ შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

 


ხონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით საუბრის ძირითადი ნაწილი ახალგაზრდების ინიციატივას დაეთმო. მათი თხოვნაა, რომ ქუჩის დასაწყისში არსებულ თავისუფალ ტერიტორიას სკვერის სტატუსი მიენიჭოს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი კეთილმოწყობა უზრუნველყოს.

 


შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და გამგებლის პირველი მოადგილე იუზა უგულავაც ესწრებოდნენ, რომლებიც მოსახლეობას დაპირდნენ, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების პარარელურად მათი საკითხის მოგვარებასაც დაიწყებენ და ტერიტორიას შეძლებისდაგვარად მოაწესრიგებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი