გიორგი ლილუაშვილი ხონის გამწვანების აქციაში ჩაერთო - ქ. ხონსა და მის შემოგარენში 1000-მდე ძირი მარადმწვანე ხე-მცენარის ნერგი დაირგო
26-03-2017, 23:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგაზაფხულო გამწვანების აქციაში ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო, მარადმწვანე ჯიშის ხე-მცენარის ნერგები ქალაქის ბულვარსა და ცენტრალური საბავშვო ბაღის ეზოში დარგო და მათი მოვლა-გახარების ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 

 

„მისასალმებელია, რომ ასობით ახალი ნერგი შეემატა ხონს და საგაზაფხულო რგვები აქტიურად მიმდინარეობს, ახლდება მწვანე საფარი და და პროცესში ჩართულია საზოგადოება. დღის წესრიგში დგება ამ მცენარეების მოვლისა და გახარების საკითხი და აქაც მობილიზება გვმართებს, ეს უფრო რთული პროცესია და კომუნალური სერვის-ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ყოველ მცენარეზე, თითოეულ ნერგზე ისევ და ისევ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ“, განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

 

 

ამჯერად, ქ. ხონსა და მის შემოგარენში 1000-მდე ძირი მარადმწვანე ხე-მცენარის ნერგი დაირგო, რომელიც მუნიციპალიტეტს წყალტუბოს კეთილმოწყობის ცენტრმა უსასყიდლოდ გადასცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი