„მსოფლიოში ცხოვრების დონით 114-ე ადგილზე ვართ, ასე ვიყავით შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და სამწუხაროდ, დღესაც ასე ვართ“
30-03-2015, 05:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ნოდარ ხადურის განცხადებით, წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გაჭირდება, თუმცა მისი თქმით, „ბევრი რამ აჩვენებს, რომ ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში გაუმჯობესდა“, თუმცა მისივე თქმით, „მსოფლიოში ცხოვრების დონით 114-ე ადგილზე ვართ, ასე ვიყავით შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და სამწუხაროდ, დღესაც ასე ვართ“, ამის შესახებ ხადურმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.  


ჟურნალისტის შეკითხვაზე - რუსეთისა და უკრაინის ვითარებიდან გამომდინარე, ხომ იყო შესაძლებელი გათვლა, როგორი იქნებოდა მათი პრობლემების გავლენა საქართველოზე? - ფინანსთა მინისტრმა ასე უპასუხა:  


„რუსეთისა და უკრაინის გავლენა საქართველოს ეკონომიკასა და განსაკუთრებით, ექსპორტზე, მხოლოდ 15%-ია. სულ რომ ჩაკეტილიყო ეს ორი ბაზარი ჩვენთვის და ამ ორ ქვეყანასთან არანაირი სავაჭრო ურთიერთობები არ გვქონოდა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ის ნაცვლად 4%-ზე უნდა დაგვეგეგმა. როგორ ფიქრობთ, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, როცა ჩვენ ბიუჯეტზე ვმუშაობდით და მუშაობდნენ სავალუტო ფონდშიც, რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკასაც ხომ აკვირდებოდნენ? ისინიც დაგვეთანხმნენ, რომ სავსებით რეალისტური იყო 5%-იანი ეკონომიკური ზრდა“.

 


ნოდარ ხადურის თქმით, „5%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ოფიციალურად ჯერ არ არის შეცვლილი“, მაგრამ, აკონკრეტებს მინისტრი, „ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა გაჭირდება. იანვარში ეკონომიკური ზრდა იყო დაახლოებით 0,5%. ეს ცუდი მაჩვენებელია. თებერვალში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 15%-ზე მეტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 4-4,5% იქნება თებერვალში. ბევრი რამ აჩვენებს, რომ ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში გაუმჯობესდა. გასულ წელს 1,3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოს ასეთი მაჩვენებელი 2008 წლის ომის შემდეგ არ ჰქონია... მსოფლიოში ცხოვრების დონით 114-ე ადგილზე ვართ. ასე ვიყავით შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და სამწუხაროდ, დღესაც ასე ვართ. არაფერი შეცვლილა იმ 9 წელიწადში, ასე რომ გვაყვედრიან და ყელში ამოგვიყვანეს,“ განაცხადა გაზეთის ჟურნალისტთან საუბრისას ფინანსთა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი