თემურ ქოჩიაშვილი: 2017 წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში 7 ინფრასტრუქტურულ პროექტზე 3,5 მილიონამდე ლარი, ღვანკითის წყლის სისტემის მშენებლობაზე კი 5 მლნ ლარი დაიხარჯება
27-03-2017, 23:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2017 წელს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მილიონობით ლარი დაიხარჯება. საუბარია იმ პროექტებზე, რომელთა უმეტესი ნაწილის განხორციელება გასულ წელს დაიწყო და წელს უნდა დასრულდეს, ხოლო ნაწილი პროექტებისა მიმდინარე წელს დაიწყება და 2018 წლისთვის დასრულდება.

 


გარდა აღნიშნულისა, 2017 წელს „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით, სოფელ ღვანკითის წყლის სისტემის მრავალმილიონიანი პროექტის მშენებლობა დაიწყება, ხოლო დანარჩენ სოფლებს, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გარეშე დარჩნენ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოეყოფათ თანხები ამ თუ იმ პროექტის განხორციელების მიზნით.

 


როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ ქოჩიაშვილმა Guardian.ge-ს განუცხადა, რეგიონული განვითარების ფონდიდან მიმდინარე წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტს სულ 3 მლნ 450 000 ლარი მოხმარდება, რაც გასულ წელს დახარჯულ ფინანსებზე 600 000 ლარით მეტია.

 


„აღნიშნული თანხა 7 ძირითად მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ნაწილდება. პირველი პროექტი გახლავთ ძევრი-ზედა სიმონეთის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობა. პროექტი გარდამავალია - გასულ წელს ნახევარი გაკეთდა, წელს დამთავრდება. მიმდინარე წელს აღნიშნულ პროექტზე 450 000 ლარი დაიხარჯება.

 


„მეორე გარდამავალი პროექტი არის ღვანკითი-ტელეფა-რუფოთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება. გასულ წელს დაიხარჯა 500 000 ლარი, წელს დაიხარჯება 609 000 ლარი და დასრულდება.

 


„მესამე პროექტი - თერჯოლა-სიქთარვას დამაკავშირებელი გზის მოწყობა ასფალტ-ბეტონის საფარით. გარდამავალი პროექტია - გასულ წელს დაიხარჯა 330 000 ლარი, მიმდინარე წელს კი დასრულდება და აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 740 000 ლარია გათვალისწინებული.

 


„გარდამავალი პროექტი გახლავთ ასევე ჩხარი-გოგნის გზის აღდგენა. 2016 წელს დაახლოებით, 300 000 ლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს 425 000 ლარი დაიხარჯება და დასრულდება.

 


„გვაქვს ასევე ორი ახალი პროექტი - ერთი არის ბეტონის საფარით მოწყობა ზედა საზანოს 26 მაისის გზის, რომლის ღირებულებაც არის 424 000 ლარი, ხოლო მეორე ახალი პროექტი გახლავთ და წელს დასრულდება თერჯოლაში რუსთაველის ქუჩის მეორე ჩიხის აღდგენა და მასზე 333 000 ლარი დაიხარჯება. დაემატა კიდევ ახალი პროექტი გოდოგანში გზის აღდგენა, დაიწყება წელს და დასრულდება მომავალ წელს. ღირებულება 525 000 ლარია.

 


„აღნიშნულ პროექტებზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია, 25 აპრილის უკვე გამოიკვეთებიან მშენებელი კომპანიები და ალბათ, 1-ლი მაისიდან ერთბაშად დაიწყება მშენებლობა შვიდივე ობიექტზე. უფრო ადრე ამის გაკეთება გამორიცხულია, მთავრობამ დადგენილება მიიღო სულ რაღაც ორი კვირის წინათ. ჩვენ ოპერატიულად საკრებულო მოვიწვიეთ და გავატარეთ ეს პროექტები“, განაცხადა თემურ ქოჩიაშვილმა, რომლის თქმითაც, წელს მუნიციპალიტეტში ისტორიული პროექტის - სოფელ ღვანკითის წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყება, რისი ფინანსური უზრუნველყოფის გარანტორიც „მსოფლიო ბანკია“.

 


„გასული წლის დიდი მცდელობისა და მუშაობის შედეგად, მიღწეულია ის, რომ მიმდინარე წელს, საუკუნის პროექტი - სოფელ ღვანკითის წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყება. პროექტი 2-წლიანია, მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო ფინანსები და წელს 3,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს ტენდერს და მშენებლობა, ალბათ, მაისიდან დაიწყება. პროექტი, როგორც გითხარით გარდამავალია და ჯამში 5 მლნ დაიხარჯება. ვფიქრობთ, რომ ორ წელიწადში ღვანკითის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება სრულად მოხდება - მე ვფიქრობ, საშვილიშვილო საქმე კეთდება“, უთხრა Guardian.ge-ს თემურ ქოჩიაშვილმა, რომელსაც თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შესრულება იმ დროს უწევს, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2017 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც მრავალი წელია ხორციელდებოდა და თითოეულ სოფელს თავად ჰქონდა პროექტების არჩევის უფლება, დღის წესრიგიდან მოიხსნა. ამ დეფიციტის შესავსებად ქოჩიაშვილი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის მობილიზებას ფიქრობს, რომ არც ერთი სოფელი არ დარჩეს მისთვის ყველაზე საჭირო პროექტის გარეშე.

 


„რადგან მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ამოღებული გახლავთ, ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით, მე ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელს არ დავტოვებთ, რომ რამე ღირსშესანიშნავი პროექტი არ გავაკეთოთ. სოფლებისთვის, დაახლოებით, დაიხარჯება ნახევარი მილიონი ლარი - ეს იქნება ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლის გაწერაც ახლა მიმდინარეობს, ნაწილი პროექტების მზად არის, ნაწილიც მომზადების პროცესშია. იმისთვის, რომ მოსახლეობამ ვერ იგრძნოს მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის უქონლობა, ადგილობრივი ბიუჯეტით უნდა ამოვავსოთ ეს დეფიციტი“, აცხადებს თემურ ქოჩიაშვილი, რომლის თქმითაც, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე საშური საქმე გაკეთდა, 4 500 ძირი კავკასიური ჯიშის, წითელ წიგნში შეტანილი მუხის ნერგები დაირგო და ამ მიმართულებით სამუშაოები ერთი კვირის წინათ დასრულდა.

 

 

 

კომენტარები: 3
#3  vvv
      
რაღაც ძალიან გააქტიურდა ბატონი თემურ ქოჩიაშვილი. გამგებლობა ხომ არ უნდა? lol
28 მარტი 2017 10:08
#2   sofio
      
მივესალმები ყველა სოფლის კარგ პროექტს. ყველა სოფელს უნდა წყალი და გზა. მაგრამ ძალიან მაინტერესებს ზედა ალისუბანი თერჯოლის სოფლების შემადგენლობაში შედის თუ არა?? ვინაიდან აქ არც გზა გვაქვს და არც წყალი. მოკლედ პატრონი არ გვყავს. იქნებ გაგვითვალისწინოთ...
28 მარტი 2017 03:40
#1   tea kvimsadze
      
ძალიან კარგი,კარგია და სასიხარულ ო, რადგან რეგიონების ინფრასტრუქტურა ვითარდება,ერთი კითხვა მაქვს:ქვემო სიმონეთში წყლის მიწოდების მწვავე დეფიციტია,ზოგიერთსოფლებში ეს პრობლემამოგვარდა ან მოწესრიგების პროცესშია,აღნიშნულ სოფელში წყლის მიწოდება როდის მოგვარდება,დგას თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში და თუ დგას რა დროდაჭირდება.
28 მარტი 2017 03:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი