ხონში ნარჩენების მართვის გეგმას სპეციალური კომისია შეიმუშავებს
28-03-2017, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროექტის ,,მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა - ქუთაისი" ფარგლებში, ქართულ-გერმანული თანამშრომლობის პროგრამის (KFW) წარმომადგენლებმა დღეს ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

 

 

ხონის გამგეობის ცნობით, საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, საკომუნიკაციო პაკეტის მართვა, პროექტის არსის, მიზნებისა და ამოცანების, შედეგების შესახებ სწორი და ოპერატიული ინფორმაციის გავრცელება, შეხვედრების ორგანიზება, სამოქმედო გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება - ეს ის საკითხები იყო, რომელთა შესახებაც სტუმარმა კომუნიკაციის ექსპერტმა, ურლიჰ როთმა ისაუბრა და პროცესში პიარსპეციალისტების ჩართულობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

 

 

პროექტს ,,მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა - ქუთაისი" საქართველოს მთავრობასთან ერთად ქართულ-გერმანული თანამშრომლობის პროგრამა (KFW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდი აფინანსებს. სრული ინვესტიცია 26 მილიონ ევროს მოიცავს და არსებული 28 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, 14 ნაგავსაყრელის დახურვას გულისხმობს. ასევე, კომპანიას დაგეგმილი აქვს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ახალი თანამედროვე ნაგავსაყრელების მშენებლობა, რომლებიც ჩაანაცვლებენ არსებულ ნაგავსაყრელებს. იგეგმება ,,ნიკეას" ნაგავსაყრელის დახურვაც და ერთი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 700 000 მოქალაქეს მოემსახურება.

 

 

ხონის მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის შესაბამისად უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმაზე იმუშავებს და ეროვნული სტრატეგიის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთვება. მთავრობის მიერ აღებული ,,ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით 2016-2030" და ეროვნული სამოქმედო გეგმით 2016-2020 განსაზღვრულია მიზნები, ამოცანები და დროში გაწერილი ღონისძიებები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემის თანამედროვე და გარემოსადმი მეგობრულ სისტემად გარდაქმნა", აცხადებენ ხონის გამგეობაში.

 

 

კომენტარები: 1
#1   ანა ზარქუა
      
მივესალმები მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებას,ასევე იმას რომ იგეგმება ქალაქის ქუჩებში ინსპექტირება ნარჩენების დაყრის აკრძალვასთან დაკავშირებით,...წარმატებებს გისურვებთ
30 მარტი 2017 08:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი