ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის მცხოვრებლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ
28-03-2017, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტში, ნახახულევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალბედისეულში საინიციატივი ჯგუფის მიერ ( 2017 წლის 24 თებერვალს გამგებლის ბრძანების საფუძველზე დარეგისტრირდა) სოფლის საერთო კრება მოიწვიეს.

 

 

შეხვედრას გამგებლის პირველი მოადგილე იუზა უგულავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა კუბლაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ამირან კინწურაშვილი, გამგებლის წარმომადგენელი ნახახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ძაგნიძე და სხვა მოწვეული პირები ესწრებოდნენ. 

 


ხონის გამგეობის ცნობით, დღის წესრიგი სამი საკითხით განისაზღვრა: 1. სოფლის საერთო კრებაზე რჩეულის არჩევა; 2. სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების პროექტის/სოფლის მცხოვრებთა მოაზრებების/სოფლის მცხოვრებთა შემოთავაზებების განხილვა. 3. სოფელში არსებული სასმელი წყლის მილების აღდგენის პროექტის/სოფლის მცხოვრებთა მოსაზრებების/სოფლის მცხოვრებთა შეთავაზების განხილვა.

 

 

გამგეობის ინფორმაციით, სოფელმა რჩეული ნინო ხაბულიანი ერთხმად აირჩია. მოგვიანებით, იმსჯელეს სოფლის უთავრეს პრობლემაზე - მოსახლეობა სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. კრებაზე გამოითქვა მოსაზრებები სასმელი წყლის სისტემის დაპროექტების შესახებ, იმსჯელეს პრობლემის მოგვარების გზებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესება სთხოვეს.

 

 

,,ვიცით, რომ ეს პრობლემა არსებობს. რა თქმა უნდა, სასმელი წყალი, რომელიც თითოეულისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ფუფუნების საგანს არ წარმოადგენს და ეს ჩვენთვისაც პრიორიტეტული საკითხია. მოგეხსენებათ, მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტი ვართ და ერთბაშად ყველა პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია. მიმდინარე წელს დავიწყებთ პროექტზე მუშაობას. რაც შეეხება ფორმატს, შეკრებას და მსჯელობას თემის აქტუალურ საკითხებზე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები და ყოველთვის მზად ვართ ჩავერთოთ, მოვისმინოთ და გავიზიაროთ ჩვენი მოქალაქეების მოსაზრებები, წინადადებები, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალიან გვეხმარება", განაცხადა იუზა უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი