ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრები გრძელდება
29-03-2017, 02:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრები სინდიკატებში მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფებად დაყოფილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნის 200-მდე ექსპერტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კრიზისების მართვის საბჭოსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე მსჯელობენ.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა პირველად იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების სამოქმედო გეგმის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციის, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტისა თუ სხვა ეროვნული სტრატეგიების სამოქმედო გეგმებთან. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს საერთაშორისო ძალისხმევების დუბლირების თავიდან აცილებას, იმ მიმართულებების განსაზღვრას, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ და რესურსების უკეთესი მენეჯმენტის უზრუნველყოფას.

 


სინდიკატების მუშაობა ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივებით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციას, რომელიც შემდგომში სხვადასხვა ეროვნული დონის დოკუმენტებში, ორმხრივ პროგრამებსა და თანამშრომლობის სხვა ფორმატებში აისახება.

 


სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და ხორციელდება, მის ორგანიზებაში ასევე, ჩართულია ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა.

 


ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა ხვალ, წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი