თავდაცვის სამინისტრო: აშშ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს
29-03-2017, 05:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ტრანსფორმაციის პროცესი და აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება - ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ლაურა კუპერთან ისაუბრა.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, ლევან იზორიამ პენტაგონის წარმომადგენელს პოლიტიკური, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება - დოკუმენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრამვებას შეუწყობს ხელს.

 

 

პენტაგონის წარმომადგენელთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა (GDRP) და საბრძოლო ცენტრის განვითარებაზე გამახვილდა. მხარეებმა ერთობლივი, მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების შესახებაც ისაუბრეს. მხარეებმა ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესზე, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) საქმიანობასა და ქართული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობაზეც იმსჯელეს.

 

 

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის წარმომადგენელთან უწყებაში განხორციელებული რეფორმისა და „ახალი სტრატეგიული ხედვის“ შესახებაც ისაუბრა.

 

 

„აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მომავალში ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც ჩვენს უწყებაში მიმდინარეობს. მომავალში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის დეტალური გეგმა დავგეგმეთ“, აღნიშნა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

პენტაგონის წარმომადგენელმა აშშ-ის სახელით ღრმა პატივისცემა გამოხატა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების მიმართ და ქართული კონტინგენტის თანამშრომლობა ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში განსაკუთრებით გამოყო.

 

 

„მქონდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რათა სისრულეში მოვიყვანოთ ამერიკული მხარის დახმარება საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში. მინდა, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და დაფასება საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების მიმართ. იმედი მაქვს, განხორციელებული რეფორმები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებს წარმატებას მოუტანს. გაკვირვებული ვარ იმ ძლიერი პარტნიორობით, რაც საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გააჩნია. ჩემთვის პრივილეგიაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაში მეც შემაქვს წვლილი. ერთობლივად ვაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას, რაც ეროვნული უსაფრთხოების კონტექტსში საქართველოსთვის ინსტიტუციურ აღმშენებლობას ისახავს მიზნად“,  განაცხადა ლაურა კუპერმა.

 

 

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი მეთ სმისი, საქართველოში ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ კონერი, თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი ვიცე-პოლკოვნიკი ჯასტინ კოლბერტი დაესწრნენ.

 

 

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის მ.შ. ლაურა კუპერი, საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად, სენაკში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალსაც დაესწრო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი