გიორგი მარგველაშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა ლატვიურ-ქართული პროექტი „მუსიკის კუნძული" გახსნეს
29-03-2017, 07:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი კახეთის რეგიონს ეწვივნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტები კახეთის რეგიონში პირველი ლატვიურ-ქართული პროექტის „მუსიკის კუნძული“ გახსნის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც ილიას ტბაზე განხორციელდება.

 


ღონისძიებაზე გიორგი მარგველაშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დ ა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

 


„მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ ჩემი სამშობლოს ერთერთი ძალიან ლამაზი კუთხე. აქ დაწყებული ერთობლივი, ქართულ-ლატვიური პროექტი არის ბუნებრივი გაგრძელება იმ მეგობრობის და იმ ერთიანი სულისკვეთების, რაც ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ.

 


ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების მუშაობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს საზოგადოებებს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ბიზნესს შევუქმნათ შესაძლებლობები, განახორციელონ ერთობლივი პროექტები და შექმნან თანამშრომლობის კუნძულები.

 


ბატონო პრეზიდენტო, ლატვიამ არა ერთხელ გაუწოდა დახმარების ხელი საქართველოს. ეს გამოიხატა ბევრი თვალსაზრისით, თუნდაც იმ ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომლის მონაწილეც ჩვენ ვართ. ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან უქმნის შესაძლებლობას არაერთი ქვეყნის წარმომადგენელს და ბიზნესს, რომ საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები.

 


ბატონო პრეზიდენტო ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები და ამ ფარგლებში ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, პირადად თქვენგან და ასევე ლატვიელი ხალხისგან, ეს პოლიტიკური მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ გადაითარგმნება მეტ თანამშრომლობაში კულტურებს, ბიზნესსა და ხალხს შორის.

 


როგორც ტრანზიტული ქვეყანა, რომელიც ახორციელებს თანამშრომლობას აზიასა და ევროპას შორის, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის, ჩვენ სტრატეგიულად დაინტერესებულები ვართ შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის თანამშრომლობის პროექტებით.

 


მინდა მივესალმო ამ ახალ ინიციატივას, რომელიც თავის თავში აერთიანებს ბიზნესსა და ხელოვნებას, რომელსაც მხარს ვუჭერთ პოლიტიკოსები, გისურვოთ წარმატება,“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელებით, ჩვენ კარს ვუღებთ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო მეგობრობას.

 


„მინდა ხაზი გავუსვა ქართული და ლატვიური ბიზნესების ზრდის პოზიტიურ ტენდენციას, აგრეთვე ინვესტიციების ზრდას, რომელიც ეხმარება ეკონომიკის განვითარებას.

 


ეს შესანიშნავი პროექტი არის ერთერთი მტკიცებულება იმისა, თუ რა კარგად ვითარდება მეგობრობა ჩვენს ერებს შორის,“ აღნიშნა რაიმონდს ვეიონისმა.

 


ორი ქვეყნის პრეზიდენტებს პროექტის გახსის აღსანიშნავად სიმბოლური გასაღებები გადაეცათ.

 


პროექტს „მუსიკის კუნძული“ კომპანია „Ferrus Development“ ახორციელებს და ის ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს ილიას ტბაზე საკონცერტო სივრცისა და ეკოკოტეჯების აშენებას, რომლისთვისაც 1,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

 


პროექტის მეორე ეტაპი ეკოკოტეჯების წარმოების საქართველოში გადმოტანასა და მის შემდგომ განვითარებას გულისხმობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი