ამერიკულ მედიაში ბიძინა ივანიშვილის ჰილარი ქლინთონისადმი მიწერილი წერილი გავრცელდა
31-03-2015, 02:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკულ მედიაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც არსებული ინფორმაციით, მან ჰილარი ქლინთონს ელექტრონული ფოსტით მისწერა, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა.


ამერიკული მედია ავრცელებს ყოფილი სახელმწიფო მდივნისთვის მისი თანაშემწის სიდნი ბლუმენტალის მიერ გაგზავნილ წერილებს, რომელიც 2012 წლით თარიღდება.ერთ-ერთ ელექტრონულ შეტყობინებას ის თან ურთავს ბიძინა ივანიშვილის წერილს.


მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი ჰილარი ქლინთონს სწერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან რუსეთის მიმართ ცივი ომის რიტორიკა საქართველოსა და დასავლეთის ინტერესებში არ შედის. მისი თქმით, ეს ყველაფერი დასავლეთთან უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის. აქვე ივანიშვილი ჰილარი კლინტონს სწერს, რომ შეერთებული შტატების რეგიონული ინტერესებისთვის არ იქნება კარგი საქართველოსა და რუსეთს შორის გაყინული ურთიერთობები.


წერილის ბოლოში კი იმედს გამოთქვამს, რომ მასსა და სახელმწიფო მდივანს შორის დიალოგის შესაძლებლობები გაჩნდება. თუ დამტკიცდა, რომ ბლუმენტალი მართლაც ლობირებდა ქართული ოცნებისლიდერს, ეს ფედერალური კანონის დარღვევა იქნება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი