სოფლის მეურნეობის მინისტრი დედოფლისწყაროში, ტარიბანას ზამთრის საძოვრებზე მეცხვარეებს დარგში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა
30-03-2017, 05:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დედოფლისწყაროში, ტარიბანას ზამთრის საძოვრებზე იმყოფებოდა, სადაც მეცხვარეებს დარგში არსებულ ვითარებასა და განვითარების პერსპექტივებზე მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, ბექა გონაშვილთან ერთად ესაუბრა.

 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დედოფლისწყაროში ახლადაშენებული ბიოუსაფრთხოების პუნქტიც დაათვალიერა, სადაც უსასყიდლოდ მოხდება როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვის გაბანება და პარაზიტებზე დამუშავება, რაც უზრუნველყოფს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას და დაავადებების გავრცელების შემცირებას.

 


ლევან დავითაშვილმა კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, დედოფლისწყაროში ტახტითეფას ზამთრის საძოვრებზე ინდმეწარმე ბეჟან გონაშვილის ფერმა დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, ბეჟან გონაშვილი სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმომ 540 000 ლარის შეღავათიანი კრედიტი მიიღო და წარმოება გააფართოვა. ივრის ზეგანის პატრიოტების ფერმაში 5000 ცხვარია, სეზონურად საწარმოში 20-25 ტონა მატყლს და 40 ტონა ხორცს აწარმოებენ. საწარმოში 20 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

 


„მეცხვარეობის დარგი საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის:

 


მიმდინარეობს ცხვრის პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაცია დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი;

 


ბიოუსაფრთხოების პუნქტები კახეთის რეგიონშიც გაიხსნება. მიმდინარე წელს კახეთში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, 2 პუნქტი აშენდა. 2018 წელს ანალოგიური პუნქტი აშენდება ყვარელშიც.

 


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში ქართულ ცხვარზე გაზრდილია მოთხოვნა არაბულ ქვეყნების მხრიდან. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოდან განხორციელდა 400 ათასამდე სული ცხვრის (30 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტი; აქედან 255 ათასი სული ცხვარი (23 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტირებულია არაბულ ქვეყნებში: არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, იორდანიაში, ლიბანში, ქუვეითსა და ყატარში. გარდა ამისა, ევროკავშირთან მიღწეული შესაბამისი შეთანხმებით, საქართველო დაემატა ეგრეთწოდებული მესამე ქვეყნების სიას და უკვე შესაძლებელია ქართული მატყლის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი.

 


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველი მეცხვარეები ახალი გამოწვევების წინაშე არიან. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მათ შესაძლებლობა მიეცათ მაქსიმალურად გამოიყენონ ის პოტენციალი, რაც საქართველოში მეცხვარეობის დარგში არსებობს", აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 


სოფლი მეურნეობის მინისტრთან ერთად დედოფლისწყაროში კახეთის გუბერნატორის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა კვარაცხელია და მეცხვარეთა ასოციაციის თავნჯდომარე ბექა გონაშვილი იმყოდებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი