ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე 20 წლის განმავლობაში პირველი ახალი ახალშენების მშენებლობა დაამტკიცა
30-03-2017, 23:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პირველი ახალი ახალშენების მშენებლობა დაამტკიცა. განცხადებაში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, ნათქვამია, რომ მშენებლობა ნაბლუსის ახლოს, ემეკ შილოში განხორციელდება.

 


პარალელურად, პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეერთებული შტატების მთავრობასთან ახალშენების აქტივობების შემცირების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 


პალესტინელებმა აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმეს.

 


„დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისრაელი უფრო იმაზეა ორიენტირებული რომ დააშოშმინოს მისი უკანონო დასახლებების მოსახლეობა, ვიდრე იმაზე, დაიცვას სტაბილურობისა და მშვიდობის სამართლიანი მოთხოვნები“, განაცხადა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ჰანან აშრავიმ. მის ციტატას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

 

 

ისრაელის ერთსულოვანი კენჭისყრის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

 


როგორც BBC იუწყება, ახალი დასახლება ამონადან გამოსახლებული ებრაელების დასაბინავებლად იქნება გამოყენებული მას შემდეგ რაც ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამონას საგუშაგოები პალესტინის კერძო მიწაზე უკანონოდ იქნა აშენებული. მაშინ ნეთანიაჰუ დაჰპირდა ამონას მცხოვრებთ, რომ მათთვის ახალი ადგილი იქნებოდა გამონახული.

 


დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელების ახალშენების საკითხი დიდი ხანია ისრაელისა და პალესტინელების უთანხმოების მთავარ საგანს წარმოადგენს.

 


1967 წელს ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპირების შემდეგ დაახლოებით 140 ახალშენში 600 000-ზე მეტი ებრაელი დასახლდა.

 


საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, ახალშენები არაკანონიერად არის მიჩნეული, თუმცა ისრაელი ამას ეწინააღმდეგება.

 


როგორც BBC წერს, ისრაელის პრო-ახალშენების მთავრობამ, რომელსაც საკითხის გარშემო მკვეთრი განსხვავებები გააჩნდა ობამას ადმინისტრაციასთან, თავი გაბედულად იგრძნო მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპი შევიდა.

 


ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლიდან ისრაელმა ახალშენებში 6 000 ახალი სახლის მშენებლობის ნებართვა გასცა, რაც წლების განმავლობაში ყველაზე დიდი რიცხვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი