ნინო დარასელი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს
31-03-2017, 03:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ცენტრ პოინტის" საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსუდან კერვალიშვილის შვილი ნინო დარასელი ეხმაურება და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.

 

 

მისი თქმით, „დიდი შეცდომა მოხდა", სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, „დაზარალებულები უფრო დაზარალდნენ".

 

 

„დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს. აუცილებლად გავასაჩივრებთ. მგონია, რომ დიდი შეცდომა მოხდა. ამ გადაწყვეტილებით დაზარალებულები უფრო დაზარალდნენ, ვინაიდან „ცენტრ პოინტში“ საქმის გამკეთებლები აღარ დარჩნენ.... 

 

 

ოთხი წლის წინ ითხოვდნენ დაზარალებულები მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებას, იმის ნაცვლად, რომ მას დაესრულებინა ის ობიექტები, რომლებიც დღეს დაყადაღებულია და დაუსრულებელია. მე არ მესმის, რა მიიღო ამით სახელმწიფომ, რა მიიღეს დაზარალებულებმა. მე მგონი უფრო დაზარალდნენ, რადგან დედაჩემი ციხეშია, მაია ციხეშია, გუკაც ციხეშია, ვახო კი ძალიან მძიმე ჯანმრთელობის დიაგნოზით საავადმყოფოშია მოთავსებული. პრაქტიკულად, საქმის გამკეთებელი აღარავინ დარჩა. მე არ მჯერა ამ გადაწყვეტილების პატრონებს რაიმე კეთილი სურვილები აქვთ იმისა, რომ პრობლემა მოგვარდეს“, განაცხადა ნინო დარასელმა.

 

 

„ცენტრ პოინტის" საქმეზე რუსუდან კერვალიშვილს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 4 წლით პატიმრობა მიესაჯა ასევე მაია რჩეულიშვილს. 

 


„ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. ის ბადრაგმა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაიყვანა.

 

 

მაია რჩეულიშვილი დღევანდელ პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. 

 

 

საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი