კოლუმბიაში მეწყერმა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - პრეზიდენტმა სანტოსმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
02-04-2017, 00:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოლუმბიის უსაფრთხოების ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი ასეულობით დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მას შემდეგ რაც მეწყერმა სულ მცირე 254 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 


სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 1 100 ჯარისკაცი და პოლიციელია ჩართული.

 


როგორც BBC იუწყება, ძლიერმა წვიმამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქი მოკოა დატბორა, მთელი არემარე ტალახითა და ქვებით დაფარა და ადგილობრივი მცხოვრებლები აიძულა თავიანთი სახლებიდან გაქცეულიყვნენ.

 

 

 

 

 


არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანებები აქვს მიღებული სულ მცირე 400 ადამიანს და 200 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად არის მიჩნეული პუტუმაიოს პროვინციის დედაქალაქში.

 


პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უბედურების ზონაში გაემგზავრა, რათა სამაშველო ოპერაციას ზედამხედველობა გაუწიოს.

 


კოლუმბიის საჰაერო ძალებს დამეწყრილ ზონაში საჭირო მოწყობილობები, წყალი და სამკურნალო პრეპარატები გადააქვთ.

 


ფოტოებზე, რომელიც სოციალურ მედიაში საჰაერო ძალების მიერ გამოქვეყნდა, ნაჩვენებია ადამიანების ევაკუაცია ავიაციით.

 

 

„ჩვენი გმირები დარჩებიან ტრაგედიის ზონაში იმ დრომდე, სანამ საგანგებო მდგომარეობა არ დასრულდება“, ნათქვამია არმიის განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი