ელისო კილაძე: გელა ხვედელიძე დაისაჯა ჩემთან მეგობრობის გამო - ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება
03-04-2017, 04:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გელა ხვედელიძე დაისაჯა ჩემთან მეგობრობის გამო - ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება, აღნიშნული განცხადება გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმა სუს-ის უფროსის მოადგილის მიერაა ორგანიზებული.

 

 

„ეს არ იყო უბრალოდ თავდასხმა ყაჩაღობის მიზნით იმიტომ, რომ ჩვენ წუხელ ღამით მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, გელა ხვედელიძე იყო ჩემთან და მითხრა, რომ იოსებ გოგაშვილი არის წყობიდან გამოსული იმ მასალების გამო, რაც მე გამოვაქვეყნე და რის გამოქვეყნებასაც მომავალში ვაპირებდი და საქმე ეხება სინთეტიკური ნარკოტიკის, ე.წ. ბიოს „დაკრიშვას" გოგაშვილის მხრიდან - ფაქტებს და მასალებს, რომლებიც ხვალინდელ გაზეთში უნდა გამოქვეყნებულიყო. გამაფრთხილეს, პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ვყოფილიყავი ძალიან ფრთხილად, რადგან ის იყო ჩიხში მოქცეული, როცა უჩა მამაცაშვილმა უარი უთხრა მფარველობაზე, როცა ივანიშვილმა თქვა, რომ ის სამსახურიდან უნდა წავიდეს, როცა ვერ მოახერხა ჩემი შვილის დაჭერის მიუხედავად, ჩემი გაჩუმება, ის ჩაიდენდა გამოუსწორებელ შეცდომას. თუ ეს გამოუსწორებელი შეცდომა მაინცდამაინც გელა ხვედელიძეზე თავდასხმა იქნებოდა, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვივარაუდებდით. უფრო სიფრთხილის ობიექტი ვიყავი მე. ორი ნიღბიანი პირი დაესხა მას სახლთან, უკნიდან მოხდა ეს თავდასხმა, საცხოვრებელი სახლი თარხნიშვილის ქუჩაზეა. მან მანქანა დაქოქა და მიდიოდა სიგარეტის საყიდლად, ტელეფონით მესაუბრებოდა მე. მე ვპირდები იოსებ გოგაშვილს  და ყველა იმ არამზადას, რომელიც არის მისი თანამოაზრე ამ საქმეში - თუ ცოცხალი დავრჩი და ფიზიკურად არ მოხერხდა ჩემი განადგურება, აუცილებლად ვაზღვევინებ მას როგორც ჩემი შვილის დაჭერისთვის, ასევე ამ მძიმე დანაშაულისთვის.  ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება. გელა ხვედელიძე ამ წუთას დაისაჯა ჩემთან მეგობრობის გამო", განაცხადა ელისო კილაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი