როგორ მოხსნეს დიდი ბრიტანეთის საბანკო ანგარიშებიდან ქართველებმა 267 000 აშშ დოლარი
03-02-2014, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო კიბერდანაშაული გახსნა. ქართველმა სამართალდამცავებმა გამოიძიეს თუ რა მეთოდებით მოხსნეს დიდი ბრიტანეთის საბანკო ანგარიშებიდან საქართველოს მოქალაქეებმა 267 000 აშშ დოლარი.



შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

 

"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეხუთე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე – 1975 წელს დაბადებული დიმიტრი წ. და 1966 წელს დაბადებული ზვიად წ. ყალბი პლასტიკური ბარათების გამოყენებით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ანგარიშებიდან თანხის დაუფლების ბრალდებით დააკავეს, ხოლო უკრაინის რესპუბლიკის ექვსი მოქალაქე – იური ხ, სერგი ტ, სტანისლავ დ, კონსტანტინ კ, რუსლან მ. და ვიქტორ რ. ამავე დანაშაულში ამხილეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი წ-ს უკრაინის მოქალაქე იური ხ. დაუკავშირდა, რომელმაც მის და მისი ხუთი თანამზრახველის, ასევე, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეების სახელზე დამზადებული 47 ყალბი საკრედიტო ბარათი გადასცა და აუხსნა, რომ აღნიშნულ საკრედიტო ბარათებზე დატანილი იყო ე.წ. ჰაკერული გზით, უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების საბანკო მონაცემებით. იური ხ-მ დიმიტრი წ-ს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, საქართველოში არსებული ბანკების გამოყენებით, აღნიშნული ყალბი საკრედიტო ბარათებიდან თანხების მოხსნა შესთავაზა. რის შემდეგ დიმიტრი წ-ს თანხები უკრაინის რესპუბლიკაში იური ხ-სა და მისი თანამზრახველებისთვის უნდა გაეგზავნა, რასაც დიმიტრი წ. დასთანხმდა. მან აღნიშნული სქემა თავის ძმას – ზვიად წ-ს გააცნო, რომელიც თაღლითური გეგმის განხორციელებაში აგრეთვე ჩაერთო.

 

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ თანხები ე.წ. ჰაკერული გზით, უკანონოდ მოიხსნა დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ბანკის 1137 პლასტიკური ვიზა ბარათიდან და ინტერნეტ-გადახდის საშუალებით ინტერნეტ-კაზინოს 45 მომხმარებელს ჩაერიცხა. შემდეგ, აღნიშნული თანხები ინტერნეტ-კაზინოს სხვა 11 მომხმარებლის ანგარიშებზე გადანაწილდა. იქიდან კი ფულის გადარიცხვა სხვადასხვა ბანკის ანგარიშებსა და საერთაშორისო ელექტრონულ ანგარიშებზე განხორციელდა.

 

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აღნიშნული სქემით დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ბანკის მომხმარებლების ანგარიშებიდან 267 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა მიითვისეს. დიმიტრი წ-მ და ზვიად წ-მ პლასტიკურ ბარათებზე ჩარიცხული თანხები საქართველოს სხვადასხვა ბანკის საშუალებით რამდენჯერმე გაანაღდეს. დაკავებულებმა, ყალბი საკრედიტო ბარათების გამოყენებით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების აგარიშებიდან უკანონოდ სულ 110 000 ლარის ოდენობის თანხა გაანაღდეს.

 

სამართალდამცველებმა დიმიტრი წ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად 60 პლასტიკური ბარათი ამოიღეს. ბარათები უკრაინელი მოქალაქეების სახელზე არის დარეგისტრირებული და ბრიტანელი მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებულ მონაცემებს შეიცავს.

 

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საკრედიტო ბარათის დამზადების, გასაღების და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით)."

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი