ნორვეგია საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმას მხარს უჭერს
03-04-2017, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ და ინე ერიქსენ სორეიდემ განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას ნაყოფიერი უწოდა და კოლეგას ნორვეგიის სამეფოს მთავრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ ფორმატში ჩამოყალიბდა; განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ეროვნული გვარდიის რეფორმირების საკითხს. გეგმა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ამ მიმართულებით შემდგომი რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს. რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შექმნაში ნორვეგიის მხარდაჭერა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი იქნება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ ნორვეგიის მხარდაჭერაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნორვეგიამ ფინანსურად და ექსპერტების დონეზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითარებისთვის მაქსიმუმი გააკეთა.

 


ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი სკანდინავია-ბალტიისპირეთის თანამშრომლობის ფორმატსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოს სურვილი აქვს აღნიშნული ფორმატის ასოცირებული წევრი გახდეს: „ჩემს ნორვეგიელ კოლეგას ეს აზრი მოეწონა და გეგმავს, რომ კოლეგებს ფორმატის შესახებ თავისი შეხედულება გაუზიაროს“.

 


ინე ერიქსენ სორეიდემ ნორვეგიის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ მიდგომას ნატოს ყველა დონის შეხვედრაზე აფიქსირებს. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შემდგომ განვითარებაში მხარდაჭერისთვის ნორვეგიის მზაობა გამოხატა.

 


„განვიხილეთ ის ამბიციური რეფორმები, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს. უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ ძალიან დიდ და საჭირო გეგმას ახორციელებთ, რომელიც ამავე დროს რთულიცაა. ამჟამად ნორვეგიაში ზუსტად იგივე რეფორმებს ვახორციელებთ, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ხედვების და გამოცდილების გაზიარება. ვისაუბრეთ საქართველოზე, როგორც ნატოს ძალიან ღირებულ პარტნიორზე. იმედი გვაქვს, რომ დავეხმარებით საქართველოს ამ ურთიერთობაში კიდევ უფრო წინ წავიდეს და უფრო საიმედო პარტნიორი გახდეს“,  განაცხადა ინე ერიქსენ სორეიდემ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი