თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ერთკვირიანი „ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის, სტანდარტებისა და ეროვნული რეგულაციის კურსი” დაიწყო
03-04-2017, 09:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) „ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის, სტანდარტებისა და ეროვნული რეგულაციის კურსი” გაიხსნა.

 

 

ერთკვირიანი კურსი სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა როდიონ ქორჩილავამ და ესტონეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა კულდარ კესკულამ გახსნეს.

 


ღონისძიებას სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ინფორმაციული ტექნოლოგიების ის ექსპერტები ესწრებიან, რომლებიც ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბეროპერაციების საკითხებში უშუალოდ არიან ჩართული.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლებს, სტრუქტურასა და რეგულაციებს შეისწავლიან, ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის მარეგულირებელ დოკუმენტებსა და საუკეთესო გამოცდილებასაც გაეცნობიან.

 


ერთკვირიანი თეორიული კურსის შემდეგ პრაქტიკული კურსი იგეგმება, რისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. სასწავლო პროგრამას საქართველოში ესტონეთის კიბერშესაძლებლობების განვითარების კომპანია “BHC Laboratory” ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი