ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვია
03-04-2017, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია. ინე ერიქსენ სორეიდე JTEC-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილესთან, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავასთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნორვეგიელ სტუმარს მასპინძლობა ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ გაუწიეს. ინე ერიქსენ სორეიდემ JTEC-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

 


მოგვიანებით, JTEC-ს მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნორვეგიელმა ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა სტუმრებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების, სტრუქტურის, ჩატარებული წვრთნებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესსა და პაკეტით გათვალისწინებულ თხუთმეტ ინიციატივაზე ისაუბრა და JTEC-ის მუშაობის პროცესში ყურადღება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასა და ნორვეგიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა.

 


ბრიფინგზე სტუმრებს სიტყვით პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მიმართა და ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებზე, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე მიაწოდა. მან ნორვეგიულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 


ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა ლევან იზორია მასპინძლობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი