სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების განხორციელებაში ეჭვმიტანილი „ცენტრალური აზიიდანაა“
04-04-2017, 00:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სანკტ-პეტერბურგის მეტროში 11 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილად 25 წლამდე ასაკის მამაკაცი სახელდება, რომელიც ცენტრალური აზიიდან, ყირგიზეთიდანაა და რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული. ინფორმაციას BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


ორშაბათს, შუადღისას ორ მეტროსადგურს შორის მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა 11 ადამიანი და სულ მცირე 45-მა მგზავრმა მიიღო დაზიანებები.

 


ახალი ამბების სააგენტოები, „ინტერფაქსი“ და „ტასი“ აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება იმის თაობაზე, იყო თუ არა იგი თვითმკვლელი ტერორისტი.

 


სანკტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

 

 

 

 

 


ვლადიმერ პუტინი, რომელიც აფეთქებისას ქალაქში იმყოფებოდა, ორშაბათ საღამოს შემთხვევის ადგილას მივიდა და დროებით სალოცავთან ყვავილები მიიტანა.

 


რუსეთის გამომძიებლებმა ინციდენტი აღწერეს, როგორც „ტერორისტული აქტი“, მაგრამ ძალიან მცირე დეტალები გაამჟღავნეს. მომხდარზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.

 


პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ აფეთქება „ტერორისტული თავდასხმა“ იყო.

 


თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით სანკტ-პეტერბურგის მეტროში ორ აფეთქებას ჰქონდა ადგილი - ერთი აფეთქება „სენაია პლოშჩადის“, მეორე კი „ტეგნოლოგიჩესკი ინსტიტუტის“ სადგურზე იყო მომხდარი, მაგრამ მოგვიანებით რუსეთის ეროვნულმა ანტი-ტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ორ სადგურს შორის მხოლოდ ერთ აფეთქებას ჰქონდა ადგილი , რომელიც ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:30 საათზე მოხდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი