ექიმის თქმით, ოპერაციის შემდეგ, გელა ხვედელიძის მდგომარეობა „აბსოლუტურად სტაბილურია"
04-04-2017, 01:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 


„ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკური დირექტორის, გიორგი კორძახიას ინფორმაციით, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ხვედელიძეს კლინიკიდან 3-5 დღეში გაწერენ.

 


„დაუდგინდა სახის ძვლების მოტეხილობა. შესაძლებელი იყო თვალიც ყოფილიყო დაზიანებული. ამიტომ სრული დიაგნოსტირების შემდეგ გაკეთდა ოპერაცია, რაშიც ორი ჯგუფი იყო ჩართული. შეფასდა თვალის მდგომარეობაც და იყვნენ ყბა-სახის ქირურგებიც. ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა არის აბსოლუტურად სტაბილური. კორექცია მოხდა იმ დასახულ მასშტაბში, რაც იყო ჩაფიქრებული. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმის და სტაბილური”, განაცხადა გიორგი კორძახიამ.

 

 

გელა ხვედელიძეზე გუშინ თბილისის ცენტრში თავდასხმა განხორციელდა. შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი