ლევან იზორიამ, ნატოს კვირეულის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს საჯარო ლექცია წაუკითხა
04-04-2017, 08:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს კვირეულის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს საჯარო ლექცია წაუკითხა. მომავალ ოფიცრებთან მინისტრის შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 68 წლის იუბილეს სიმბოლურად დაემთხვა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ნატოს შეკავების პოლიტიკა და თავდაცვის რეფორმები“ - ლევან იზორიას საჯარო ლექციის მთავარი თემა იყო. საუბრის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი ნატოში გაწევრიანებაა და დეტალურად განმარტა, თუ როგორ აპირებს საქართველო მიზნის მისაღწევად, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, გამოწვევებს გაუმკლავდეს. მინისტრი ნატოს არსებობის მანძილზე ორგანიზაციის წინაშე არსებულ ამოცანებსაც შეეხო და აღნიშნულ კონტექსტში ალიანსის „ღია კარის პოლიტიკაზე“, მეზობელი ქვეყნის მიერ რეგიონში განხორციელებულ და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა.

 


ლევან იზორიამ ყურადღება ბუქარესტის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი მიზნად ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ისახავს და ქვეყნის, ასევე ალიანსის წინაშე არსებულ სტრატეგიულ ამოცანებს პასუხობს. ამ კონტექსტში მინისტრმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შეკავების პოლიტიკაზე, თავდაცვის ბიუჯეტის სწორ გადანაწილებაზე, სამეზობლო პოლიტიკაზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაზე ისაუბრა. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით თავდაცვის სფეროში განხორციელებულ ერთობლივ პროექტებსაც შეეხო და განსაკუთრებით გამოყო - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული მიმართულებები, მათ შორის, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC).

 


თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო მისიებში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ, რაც პროფესიული არმიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ლევან იზორიამ ყურადღება რეზერვის სისტემის შექმნასა და შეიარაღებულ ძალებში წვევამდელთა გაწვევის აღდგენაზეც გაამახვილა.

 


თავდაცვის მინისტრის საჯარო ლექციის შემდეგ იუნკერების წინაშე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე წარსდგა. მან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და საქართველო, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით, დაწინაურებულ კატეგორიაში მოიხსენა. მინისტრი ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობებსაც შეეხო. ვიქტორ დოლიძემ საკუთარი დიპლომატიური გამოცდილებაც გაიხსენა და განაცხადა, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის კუთხით თვისობრივად განსხვავებულ და ახალ ეტაპზე იმყოფება. მან განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს დაუთმო და აღნიშნა, რომ მინისტრის მიერ უწყებაში გადადგმული ნაბიჯები რთული, მაგრამ რევოლუციური და მნიშვნელოვანი იყო.

 


მინისტრების საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იუნკერების შეკითხვები, ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემაფერხებელ ფაქტორებს, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს, სამხედრო-სამოქალაქო განათლების ერთობლიობის მნიშვნელობასა და ვიზალიბერალიცაზიის კონტექსტში მიგრაციის თემას შეეხო.

 


ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა გახსნეს. საჯარო ლექციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე ერეკლე ჩიგოგიძე და წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე დაესწრნენ.

 


მინისტრების უმაღლეს საგანმანათლებლო უწყებაში ვიზიტი „ნატოს დღეებთან“ იყო დაკავშირებული, რომელიც 2 აპრილს დაიწყო. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით უკვე მეათე წელია იმართება და მიზნად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას ისახავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი