„იარე ფეხით“: ქულათა სისტემის მიღმა რჩება ქვეითებთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი და პრობლემური დარღვევა - ტროტუარებზე ავტომობილების პარკირება
04-04-2017, 23:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს, რომლის მუხლობრივი განხილვა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე მეორე მოსმენით მოხდა, ორგანიზაცია „იარე ფეხით“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი უგულვებელყოფს ქვეითთა უსაფრთხოების რიგ საკითხებს.

 


როგორც Guardian.ge-ის ორგანიზაციიდან აცნობეს, განხილვაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქულათა სისტემის მიღმა რჩება ქვეითებთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი და პრობლემური დარღვევა - ტროტუარებზე ავტომობილების პარკირება. განხილვამდე არსებული რედაქციით ამ დარღვევაზე გათვალისწინებული იყო 5 საჯარიმო ქულა. თუმცა, ახალი გადაწყვეტილებით „პარკირების წესის დარღვევაზე, როდესაც არ იქმნება საავარიო მდგომარეობა ან საცობი, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულა არ მოაკლდება“.

 


„იარე ფეხით“ შეახსენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს, რომ „ხშირად სწორედ ტროტუარებზე მოთარეშე ავტომობილების მსხვერპლი ხდებიან ქვეითები. ამის ნათელი მაგალითია 2016 წლის 2 ნოემბერის შემთხვევა, როდესაც ხანდაზმულ ქალს ავტომობილი სწორედ ტროტუარზე დაეჯახა. ამავდროულად, ტროტუარზე, ზებრა გადასასვლელზე და პანდუსზე პარკირებული მანქანები გზას უღობავენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლებს, რომლებსაც რიგ შემთხვევებში გზის სავალ ნაწილზე უწევთ გადაადგილება. არანაკლებ საფრთხეს ქმნიან ტროტუარზე პარკირებული დისტრიბუტორები, რომლებიც ხშირად სავაჭრო ობიქტებთან აჩერებენ სატვირთო მაქანებს და ტროტუარზე გასვლა-შემოსვლის დროს საფრთხეს უქმნიან ქვეითებს და რიგ-რიგობით იკავებენ ადამიანებისთვის განკუთვნილ სივრცეებს.

 


თუ გავითვალისწინებთ, რომ პარკირების მარეგულირებელ კომპანიას დღეს ჯარიმების ჩაბარების არც თუ ისე სახარბიელო მაჩვენებელი აქვს (სითი პარკის მონაცემებით გამოწერილი ჯარიმების 40% ჩაუბარებელი რჩება), ხოლო შსს-ს ხელთ არსებული ერთადერთი ბერკეტი ტროტუარზე პარკირების წინააღმდეგ მინიმალური 10 ლარიანი ჯარიმაა - შემოთავაზებული ცვლილება არ აუმჯობესებს ქვეითთა უფლებების დაცვის მექანიზმებს.

 


მეტიც, კომიტეტის გადაწყვეტილება წარმოადგენს საფრთხეს, რომ საქმე გვაქვს ფასადურ ცვლილებებთან, რომლებიც კვლავ კერძო ინტერესის და არა მოქალაქეების სასარგებლოდ ცვლის მდგომარეობას. ერთი მხრივ, თბილისის მერია კრძალავს გარე ვაჭრობას ტროტუარებზე, ნიშნავს ქვეით ინსპექტორებს ქალაქში დაბინძურების საკითხის მოსაგვარებლად, მეორე მხრივ კი თბილისის მერის განცხადებები ტროტუარებზე პარკირების გაუქმებასთან დაკავშირებით 2015 წლიდან მოყოლებული ცარიელ დაპირებებად რჩება. ქვეითებს კვლავ თავად უწევთ გამკლავება მანქანებთან, მშენებლებთან, ბარ-რესტორნებთან, რომლებიც თვითნებურად ითვისებენ და იკავებენ საჯარო სივრცეებს.

 


მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტის განხილვაზე არაერთი პოზიტიური გადაწყვეტილებაა მიღებული, როგორებიცაა ქულების გაზრდა მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესის დარღვევისთვის; ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევისთვის; მაინც იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო სათანადოდ ვერ იაზრებს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების გამკაცრების აუცილებლობას და ცდილობს შეარბილოს ზომები ქვეითთა უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში.

 


„იარე ფეხით“ მოუწოდებს შსს-ს და პარლამენტს შეწყვიტონ ადამიანების თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილების უფლების შეზღუდვა, ბიზნესის ინტერესების სასარგებლოდ და დააბრუნონ კანონპროექტიდან ამოღებული პუნქტი ტროტუარზე პარკირების შესახებ. შემოთავაზებული იქნა საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტაც, როგორიცაა ხსენებული ჯარიმის ოდენობის გაზრდა. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, „იარე ფეხით“ მოუწოდებს შსს-ს მაქსიმალურად გაზარდოს აღნიშნული ჯარიმა და ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით აღასრულოს კანონი ტროტუარზე პარკირების შემთხვევებზე, მათ შორის სადისტრიბუციო მანქანების შემთხვევაში“, აცხადებენ ორგანიზაციაში.

 


„იარე ფეხით“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიას ფართო ჭრილში განიხილონ აღნიშნული კანონპროექტი და დაუჭირონ მხარი სისტემურ ცვლილებებს, რომლებიც „რეალურად შეცვლის მძიმე საგზაო სტატისტიკას და ხელს შეუწყობს საქართველოში ადამიანებზე-ორიენტირებულ ქალაგანვითარებას. (საქართველოში ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება და 10,000-მდე ადამიანი იღებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას, საგზაო შემთხვევების ⅓-ის მონაწილეები ქვეითები არიან)“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი